მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 11 » МГУ-ს სტუდენტებმა პუტინისთვის ალტერნატიული კალენდარი მოამზადეს
3:54 PM
МГУ-ს სტუდენტებმა პუტინისთვის ალტერნატიული კალენდარი მოამზადეს



მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებმა ვლადიმერ პუტინის დაბადების დღისთვის გამოქვეყნებული ეროტიკული კალენდრის საპასუხოდ ალტერნატიული კალენდარი გამოაქვეყნეს. ამის შესახებ საკუთარ ბლოგში პროექტის ერთ-ერთი მონაწილე "iz-anderson"-ი წერს.

ფოტოებზე გოგონებს პირი წებოვანი ლენტით აქვთ აკრული და გვერდით ის კითხვები უწერიათ, რომელთა დასმაც რუსეთის პრემიერ-მინისტრისთვის სურთ, მაგალითად: "ვინ მოკლა ანა პოლიტკოვსკაია?", "როდის გაათავისუფლებენ ხოდორკოვსკის?" და "რა გავლენას მოახდენს ინფლაცია ქრთამებზე?".

გუშინდელი კალენდრის გამოსვლის შემდეგ ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები ფაკულტეტის შელახული სახელის აღდგენას ცდილობენ. ”ფაკულტეტის ღირსეული სახელის შეურაცხყოფის ნებას არავის მივცემთ", - აცხადებენ სტუდენტები.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით





კატეგორია: საინტერესო სტატიები | ნანახია: 780 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: http://www.ambebi.ge/images/picture | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar