მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 11 » Christie-ის აუქციონზე თოჯინა ბარბი ნახევარ მლნ დოლარად იყიდება
3:58 PM
Christie-ის აუქციონზე თოჯინა ბარბი ნახევარ მლნ დოლარად იყიდება



Christie-ის აუქციონზე თოჯინა ბარბი გამოიტანეს, რომლის საწყისი ფასი 300-500 ათასი დოლარია, იტყობინება "ასოშიეითიდ პრესი".

თოჯინა, რომლის მხოლოდ ერთი ეგზემპლარი არსებობს, იტალიელი იუველირის სტეფანო კანტურის მიერ შექმნილი ერთკარატიან ბრილიანტის ყელსაბამთან ერთად იყიდება.

აუქციონი 20 სექტემბერს ნიუ-იორკში გაიმართება. ბარბის გაყიდვიდან მიღებული თანხა კი ფონდში გადაირიცხება, რომელიც მკერდის კიბოს იკვლევს (The Breast Cancer Research Foundation).

თუ ლოტი მყიდველთა ინტერესს გამოიწვეს და წინასწარ განსაზღვრულ ფასად გაიყიდება, აუქციონის ორგანიზატორთა თქმით, ეს თოჯინა მსოფლიოში ყველაზე ძვირაღირებული ბარბი იქნება. ამ დროისთვის ყველაზე ძვირადღირებული თოჯინა 2006 წელს ლონდონში Christie-ის აუქციონზე 17 ათას დოლარად გაყიდული ბარბია.

მომზადებულია ap.org-ის მიხედვით.





კატეგორია: საინტერესო სტატიები | ნანახია: 1136 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: Christie-ის აუქციონზე თოჯინა ბარბი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar