მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 11 » ტაივანის ყანებს ჯექსონის საფრთხობელა იცავს
4:00 PM
ტაივანის ყანებს ჯექსონის საფრთხობელა იცავს



ტაივანის ცენტრალურ ნაწილში, პროვინცია ჩან-ხუას ყანებში საფრთხობელები დგას, რომელთა დანახვაზე ადამიანს მაიკლ ჯექსონი გაახსენდება. ტაივანელი გლეხები ყველაზე "დამაფრთხობლად" კლიპ Thriller-ში ჯექსონის ჩაცმულობას მიიჩნევენ და საფრთხობელებს თეთრი ხელთათმანებითა და  შავი შლაპებით  მოსავენ.

"როცა მოსავლის აღების დრო დგებოდა, მამაჩემი ყანაში ყოველდღიურად მიდიოდა და ჩიტებს აფრთხობდა. ვიფიქრე, რომ მაიკლი ჩვენს დახმარებას შეძლებდა, - განაცხადა იდეის ავტორმა, 30 წლის ლი პინ-ხსინმა, - ამის გამო ბაბუა გამიჯავრდა. ამბობდა, ჯექსონის სული დევნას დაგვიწყებსო. მე კი ძალიანაც გამეხარდება, თუ მაიკლი გამოგვეცხადება".

საინტერესოა, რომ "საფრთხობელა-ჯექსონები" იმავე სასცენო პოზებში დგანან, როგორსაც მომღერალი თავის შოუებში წარმოადგენდა. საგულისხმოა, რომ 1978 წელს ჯექსონმა მუსიკალურ ფილმში The Wiz-ში საფრთხობელას როლი განასახიერა.

მომზადებულია reuters.com-ის მიხედვით.






კატეგორია: საინტერესო სტატიები | ნანახია: 1097 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: ტაივანის ყანებს ჯექსონის საფრთხობელ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar