მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 11 » აფრიკაში მწეველი შიმპანზე მოკვდა
3:55 PM
აფრიკაში მწეველი შიმპანზე მოკვდა



სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ქალაქ ბლუმფონტეინში, 52 წლის ასაკში შიმპანზე, მეტსახელად ჩარლი, მოკვდა. ჩარლი მწეველი იყო, ცხოველი სიგარეტს ადამიანივით ეწეოდა, იტყობინება სააგენტო "ფრანს-პრესი".

ჩარლის სიკვდილის მიზეზს გაკვეთა დაადგენს. პრიმატი გამუდმებით ვეტერინარების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა და პრეპარატებს იღებდა. ავადმყოფობდა თუ არა ცხოველი მოწევასთან დაკავშირებული რაიმე დაავადებით, ჯერჯერობით უცნობია.

შიმპანზეების სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 40-50 წელია.

სავარაუდოდ, პრიმატის მავნე ჩვევის მიზეზი ის ფაქტი გახდა, რომ ზოოპარკის ერთ-ერთმა დამთვალიერებელმა ალმოკიდებული სიგარეტი ცხოველის გალიაში შეაგდო.

ბლუმფონტეინის ზოოპარკში აღნიშნავენ, რომ ჩარლი მუდმივი მწეველი არ იყო და სიგარეტს მას, აკრძალვის მიუხედავად, დამთვალიერებლები აწვდიდნენ.

მომზადებულია afp.com-ის მიხედვით.





კატეგორია: საინტერესო სტატიები | ნანახია: 1228 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: აფრიკაში მწეველი შიმპანზე მოკვდა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar