მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 11 » მეცნიერებმა იუმორის გრძნობის ”ვარგისიანობის ვადა” შეისწავლეს
3:48 PM
მეცნიერებმა იუმორის გრძნობის ”ვარგისიანობის ვადა” შეისწავლეს



გლამორგანის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ბრიტანელთა იუმორისადმი
დამოკიდებულება შეისწავლეს. მათი თქმით, ადამიანს მხიარული განწყობა 52 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად უქრება. 

კვლევების შემდეგ მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ სამყაროს ღიმილით აღქმა ასაკთან პირდაპირ კავშირშია. თუ ბრიტანელი ბავშვები დღეში საშუალოდ 300-ჯერ იცინიან, 19 წლამდე ყმაწვილების შემთხვევაში, ეს რაოდენობა 6-ს აღარ აღემატება. 20 წლის ასაკის ზღურბლზე ბრიტანელები დღის განმავლობაში, საშუალოდ, მხოლოდ 4-ჯერ იცინიან.

30 წლის შემდეგ ბრიტანელებს იუმორის გრძნობა უმძაფრდებათ და დღეში საშუალოდ, 5-ჯერ იცინიან. მეცნიერთა განმარტებით, ადამიანები ოჯახს ძირითადად ამ ასაკში ეკიდებიან და მათ ყოველდღიურობაში ხალისი ბავშვებს შემოაქვთ.

როგორც ირკვევა, 40 წელს გადაცილებული ბრიტანელები სულ უფრო ნაკლებად იცინიან და ხუმრობენ, 52 წლის ასაკს მიღწეული მათი უმეტესობა კი შესამჩნევად ჭირვეული, შფოთიანი და გაღიზიანებულია.

"უნდა გვახსოვდეს, რომ სიცილი ადამიანებზე დადებითად მოქმედებს. თუ დღის განმავლობაში უფრო ხშირად გავმხიარულდებით, ეს სტრესთან ბრძოლაში დაგვეხმარება", - განაცხადა კვლევაში მონაწილე გლამორგანის უნივერსიტეტის წარმომადგენელმა.

მომზადებულია telegraph.co.uk-ის მიხედვით.






კატეგორია: საინტერესო სტატიები | ნანახია: 1084 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: მეცნიერებმა იუმორის გრძნობის ”ვარგი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar