მთავარი » 2010 ოქტომბერი 11 » პუტინს საჩუქრად პოლიტიკურ კალენდარზე მეტად ეროტიკული მოეწონა
3:51 PM პუტინს საჩუქრად პოლიტიკურ კალენდარზე მეტად ეროტიკული მოეწონა | |
რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტების საჩუქრები - პოლიტიკული და ეროტიკული კალენდრები შეაფასა. როგორც მთავრობის მეთაურის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, პუტინს სიურპრიზების შესახებ დაწვრილებით მოახსენეს. პრემიერს შავებში ჩაცმული სტუდენტების მწვავე შეკითხვებზე მეტად ნახევრად შიშველი სტუდენტები მოსწონებია, რომლებიც მას სიყვარულს უხსნიდნენ. "ორივე ჯგუფი აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს. მთავარია, ეს მათ სასწავლო პროცესსა და აკადემიურ მოსწრებაზე უარყოფითად არ აისახოს. თუმცა ეროტიკული კალენდი, რა თქმა უნდა, უფრო შთამბეჭდავია", - პესკოვის განცხადებას"Life News"-ი ავრცელებს. როგორც იურისტები აღნიშნავენ, პირველი პროექტის ავტორები, შესაძლოა, სასამართლოს წინაშე წარსდგნენ. ისინი არ მალავენ, რომ კალენდრების გაყიდვით ფულის შოვნა სურთ, ამავდროულად, მათ მთავრობის მეთაურის სახელი უკანონოდ გამოიყენეს. თუმცა ნაკლებად სარწმუნოა, რომ პუტინი გოგონებს სასამართლოში უჩივლებს. პირიქით, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეროტიკული კალენდრის პროდიუსერს ვლადიმერ ტაბაკს ახალგაზრდების საკითხებზე მომუშავე ფედერალურმა სააგენტომ ("Росмолодежь") ახალი ტელეარხის პროდიუსერობა შესთავაზა. მომზადებულია Life News-ის მიხდევით. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |