მთავარი » საინტერესო სტატიები
« 1 2 3 4 5 ... 15 16 »
მილანში შუა თითს ძეგლი დაუდგეს
მილანის ცენტრში, ბირჟის შენობის წინ, ძალიან უცნაური ძეგლი აღმართეს. 11-მეტრიანი მონუმენტი ხელისგან შედგება, რომელიც შუა თითს აჩვენებს.
აფარის მოედანი ამ უჩვეულო ძეგლით არქიტექტორმა მაურიციო კატელანიმ გააფორმა. საკუთარ ნამუშავარს ავტორმა L.O.V. E. დაარქვა.
აღსანიშნავია, რომ ქალაქის ხელისუფლება მილანისთვის თანამედროვე ხელოვნების დედაქალაქის სტატუსის მინიჭებას მხოლოდ მოდის კვირეულის ფარგლებში დათანხმდა.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:allfile


იაპონელებმა ლუდი შექმნეს, რომელიც კალორიებს არ შეიცავს
იაპონელებმა ლუდი გამოუშვეს, რომელიც კალორიას არ შეიცავს, რითაც, პირველ რიგში, სასმლის ის მოყვარულები გაახარეს, რომლებიც ტანადობას  უფრთხილდებიან. უკვე საუბრობენ, რომ ამ ლუდით იაპონელები ბაზარზე კონკურენციას თვით გერმანელ ლუდის მხარშველებსაც კი გაუწევენ.

თუმცა, იაპონელთა შექმნილი სასმლისთვის ლუდის დარქმევაც მთლად მართებული არაა, რადგან ის მხოლოდ გარეგნულად ჰგავს ამ სასმელს და მართალია, გემო და სუნიც მისნაირი აქვს, სრულებით არ შეიცავს ალკოჰოლს და არც დადუღებით მიღებული პროდუქტია.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...





by:Nikolozi


ჯონ ლენონის ყვავილებიანი უნიტაზი 14 ათას დოლარად გაიყიდა
ჯუფ "ბითლზის" თაყვანისმცემელმა, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა, ჯონ ლენონის კუთვნილი ფაიფურის უნიტაზი აუქციონზე 14 ათას აშშ დოლარად შეიძინა, ამის შესახებ BBC იტყობინება.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...



by:Nikolozi


სიდნეიში "ადამიანი-ობობა" დააკავეს
ავსტრალიის პოლიციამ სიდნეიში "ადამიანი-ობობას" სახელით ცნობილი სამრეწველო ალპინისტი ალენ რობერი დააკავა. როგორც ABC News-ი იტყობინება, ფრანგი ალპინისტი მაშინ დააკავეს, რაც ის სპეციალური აღჭურვილობისა და დაზღვევის ქამრის გარეშე სიდნეის ცენტრში Lumiere Building-ის 57-სართულიან შენობაზე აცოცდა.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...



by:Nikolozi


დიდ ბრიტანეთში რეკლამა შიშველი დედოფლის გამოსახულებით არ იკრძალება
დიდი ბრიტანეთის რეკლამის სტანდარტების კომიტეტმა რეკლამაზე საჩივარი არ დააკმაყოფილა, რომელზეც დედოფალი ელისაბედ II შიშველია გამოსახული. კომიტეტში მიიჩნევენ, რომ რეკლამაში გამოყენებული შიშველი დედოფლის გამოსახულებიანი პოლიტიკური სატირა დასაშვებია.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...



by:Nikolozi


"ადამიანი-ამფიბია" რეკორდს თურქეთის სახელით დაამყარებს
ბეგლარ ელბაქიძის უნიკალური შესაძლებლობების შესახებ მთელმა საქართველომ იცის: ბატონი ბეგლარი ზღვაში უკეთ "დადის", ვიდრე - ხმელეთზე. მსოფლიოს მასშტაბით, მის მსგავსად ცურვას ვერავინ ახერხებს. გინესის რეკორდების წიგნში მხოლოდ იმიტომ არაა დაფიქსირებული, რომ საჭირო ფინანსები ვერ მოიპოვა.

ბეგლარ ელბაქიძეს ყოველ ზაფხულს თურქეთის საზღვაო დღესასწაულზე იწვევენ და სთხოვენ, რეკორდი თურქეთის სახელით დაამყაროს. ამ წინადადებაზე "ზღვაში მოსიარულე გურჯი" ყოველთვის უარს ამბობდა: სურდა, რეკორდი საკუთარი სამშობლოს სახელით დაემყარებინა, მაგრამ წლების განმავლობაში მისი დაფინანსება არც თბილისის მერიამ მოინდომა და არც რომელიმე კერძო პირმა...

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...



by:Nikolozi


შვეიცარიაში მძღოლებისთვის ქუჩაში ”სექსის კაბინებს” დადგამენ
შვეიცარიის მთავრობამ ციურიხის ქუჩებში სპეციალური კაბინების დადგმა გადაწყვიტა, რათა იმ მძღოლებმა, რომლებიც მეძავთა მომსახურებით სარგებლობენ, საქმე არა ავტომობილში, არამედ კაბინაში მოითავონ.

ამით შვეიცარიის ხელისუფლება არა იმდენად მძღოლების კომფორტზე, რამდენადაც ქუჩაში მოსიარულე მოქალაქეებზე ზრუნავს, რომლებიც საჯარო სექსის სცენების შემსწრენი ხდებიან.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...



by:Nikolozi


Die Welt: რუსი გოგონები მიხვდნენ, რომ ჯობს ჩინოვნიკი იყო, ვიდრე მეძავი
რუს ახალგაზრდობას აღარ ხიბლავს მდიდარ ოლიგარქად, ან "ვალუტის მეძავად" გახდომის პერსპექტივა. დღეს ახალი თაობა ჩინოვნიკის თანამდებობას შენატრის, - აცხადებს გერმანელი ჟურნალისტი მანფრედ კვირინგი, რომელიც კორესპონდენტად რუსეთში მრავალი წლის მანძილზე მუშაობდა.

"სახელმწიფო სამსახური იძლევა იმას, რისკენაც რუსი ახალგაზრდების უმრავლესობა მიისწრაფვის - ხვალინდელი დღის რწმენის, კარიერულ ზრდისა და სწრაფად გამდიდრების შესაძლებლობას", - წერს ჟურნალისტი Die Welt-ის სტატიაში.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...



by:Nikolozi


სტრიპტიზის ისტორია - კანკანიდან ბურლესკამდე
იმის მიუხედავად, ეროტიკული ცეკვები ღმერთების საამებლად სრულდებოდა, კომედიებში იყო გამოყენებული თუ ჯაშუშური მოღვაწეობის შესანიღბავად, ყოველთვის ძალუმად აძგერებდა მამაკაცების გულებს.

ამ ხელოვნებას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ჯერ კიდევ ძველ ბაბილონსა და ასურეთში ქურუმების საცეკვაო სკოლებში მუსიკის ხმაზე ლამაზად გახდას ასწავლიდნენ. ერთ-ერთი პირველი ეროტიკული ცეკვების შემსრულებლის სახელი ბიბლიაშიც ფიგურირებს. ნორჩი სალომეა იროდის წინაშე ცეკვავდა და ისე მოხიბლა მეფე, რომ მისგან დიდი ძღვენი მიიღო. მიიჩნეოდა, რომ ეს იყო "შვიდი ზეწრის ცეკვა" - ზეწრებს მოცეკვავეები ერთმანეთის მიყოლებით იძრობდნენ ისე, რომ გამოსვლის ბოლოს პრაქტიკულად შიშვლები რჩებოდნენ.



by:Nikolozi


ჰიტლერი ებრაელთა და აფრიკელთა შთამომავალი აღმოჩნდა
ადოლფ ჰიტლერის ნათესავების დნმ-ის ანალიზების შედეგად არა მარტო დადასტურდა ვარაუდი, რომ მის ძარღვებში ებრაული სისხლი ჩქეფდა, არამედ ისიც დადგინდა, რომ ნაცისტი ლიდერის წინაპრები წარმოშობით აფრიკის კონტინენტიდან იყვნენ. 

კვლევები ბელგიელი ჟურნალისტის ჟან-პოლ მულდერსისა და ისტორიკოსის მარკ ვერმეერის ინიციატივით ჩატარდა. მათ ფიურერის 39 ნათესავი, მათ შორის ადოლფის ბიძაშვილის - ავსტრიელი ფერმერის დნმ გამოიკვლიეს.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...



by:Nikolozi


დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბინა გააქირავა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი უახლეს ისტორიაში მინისტრთა კაბინეტის პირველი ხელმძღვანელია, ვინც ბინა  გააქირავა. 

ბინა ლონდონის პრესტიჟულ რაიონში ნოტინგ-ჰილში მდებარეობს და დამქირავებელი, რომელიც საკუთარ ვინაობას არ ამხელს, საცხოვრებლად იქ უკვე გადაბარგდა. 



by:Nikolozi


ფრანგი მღვდელი უფალს სარკოზის ინფარქტით დასჯას ევედრება
ლილის ეკლესიის მღვდელმა არტურ ერვემ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ბრის ორტეფეს სახელზე დაწერილ წერილში უარი განაცხადა ნაციონალურ ჯილდოზე, რის მიზეზადაც ბოშების წინააღმდეგ ქვეყნის ხელისუფლების "გაჩაღებული ომი" დაასახელა.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...



by:Nikolozi


კოსმონავტები კოსმოსში სწრაფად ბერდებიან
როგორც NASA-ს მიერ ჩატარებულმა სამეცნიერო კვლევებმა აჩვენა, ჯანმრთელობის თვალსაზრისით კოსმონავტის ორგანიზმი, ორბიტაზე 6-თვიანი მუშაობის შემდეგ 80 წლის მოხუცისას ჰგავს.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...



by:Nikolozi


პრინცმა ჩარლზმა ბრიტანელებს მოუწოდა, აბაზანის მიღებაზე უარი თქვან
გარემოს დაცვის მიზნით, პრინცმა ჩარლზმა მოსახლეობას მოუწოდა, უარი თქვან აბაზანის მიღებაზე, წერს ”დეილი მეილი”. ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრემ თავის თანამემამულეებს ურჩია, აბაზანის ნაცვლად შხაპი მიიღონ, თანაც წყლის ქვეშ დიდხანს არ გაჩერდნენ, ჩარლზის აზრით, ამისთვის ხუთი წუთიც საკმარისია.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...



by:Nikolozi