მთავარი » საინტერესო სტატიები
« 1 2 ... 5 6 7 8 9 ... 15 16 »
მსოფლიოს ყველაზე მდიდრული ციხე ნორვეგიაშია
ნორვეგიის ტყეში მდებარე ციხე "ჰალდენ ფენგსელი" მსოფლიოს სხვა საპატიმრო დაწესებულებებს შორის ყველაზე კომფორტულად ტყუილად არ მიიჩნევა. მის სუფთა და მზიან საკნებში ტელევიზორი და მაცივარი არავის უკვირს. საპყრობილეს ტერიტორიაზე მოწყობილია სარბენი ბილიკი, სასტუმრო კოტეჯი ნათესავებთან შეხვედრისთვის და რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ხმის ჩამწერი სტუდია.


ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:Nikolozi


ვირის ჰაერში გაშვებისთვის რუს ბიზნესმენებს სასჯელი ემუქრებათ
კრასნოდარის მხარის სამართალდამცავი ორგანოები ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ინციდენტს იძიებენ: სარეკლამო აქციის ფარგლებში პარაშუტს ვირი გამოაბეს და ჰაერში გაუშვეს, იტყობინებიან ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები.

ამგვარი ფანდით ადგილობრივი ბიზნესმენები აზოვის ზღვაზე მათ კუთვნილ კერძო პლაჟებზე დამსვენებლების მიზიდვას ცდილობდნენ.

თვითმხილველები ნანახით აღშფოთებულნი იყვნენ. მათ მომხდარის შესახებ ადგილობრივ გაზეთებს შეატყობინეს.



by:Nikolozi


იტალია- აბსურდული აკრძალვების ქვეყანა
ბოლო დროს იტალიაში ბევრი აბსურდული აკრძალვა შემოიღეს. ტურისტები ფრთხილად უნდა იყვნენ, იუწყება "შპიგელ ონლაინი", წინააღმდეგ შემთხვევაში, სამოგზაურო ფული ჯარიმებში დაეხარჯებათ.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...



by:Nikolozi


როგორ ცდილობდა რეიხსფიურერი გიმლერი ქვიშის ოქროდ გადაქცევას
გასული საუკუნის 30-იან წლებში ჰიტლერის ერთ-ერთი უახლოესი თანამებრძოლი, რეიხსფიურერი ჰენრიხ გიმლერი აბსურდულ პროექზე მუშაობდა, რომლის მიზანი ქვიშისგან ოქროს მიღება იყო. ამ წარუმატებელ პროექტს გერმანელმა ისტორიკოსმა ჰელმუტ ვერნერმა წიგნი "ჰიტლერის ალქიმიკოსები - დახაუში ოქროს მიღების საიდუმლო ცდები" მიუძღვნა.

წიგნის თანახმად, ნაცისტურ რეჟიმს საზღვარგარეთ იარაღისა და ტექნოლოგიების შესაძენად ოქრო ძალიან სჭირდებოდა. ამ ძვირფასი ლითონის იაფი საშუალებით მიღების მეთოდით გიმლერი 1937 წელს დაინტერესდა. ერთი წლის შემდეგ ის ალქომიკოსს კარლ მალხუსს დაუკავშირდა და დაჰაუში პროექტზე მუშაობის დაწყება შესთავაზა.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...



by:Nikolozi


გერმანიის სასამართლომ მოსწავლეებს პედაგოგის კურდღლით დაშინების ნება დართო
გერმანიის სასამართლომ არ დააკმაყოფილა მასწავლებლის სარჩელი, რომელიც თავის მოსწავლეს სკოლის დაფაზე კურდღლის დახატვის გამო უჩიოდა, - იუწყება გაზეთი Bild.

ქალაქ ვახტში მცხოვრები მასწავლებელი სასამართლოსგან მოითხოვდა, მეცხრეკლასელ გოგონას დაფაზე კურდღლების ხატვა შეეწყვიტა. სარჩელის თანახმად, კიმს თანაკლასელებთან არ უნდა ესაუბრა მასწავლებლის ფობიაზეც, წინააღმდეგ შემთხვევში 5 ათასი ევროთი უნდა დასჯილიყო.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...



by:Nikolozi


დიდ ბრიტანეთში გლადიატორი ქალის ნეშტი აღმოაჩინეს

დიდ ბრიტანეთში, კენჩესტერის სიახლოვეს, სადაც წინათ ძველი რომაული დასახლება ყოფილა, გათხრების დროს არქეოლოგებმა სხვა ღირსშესანიშნავ ნივთებთან ერთად, გლადიატორის სამარხიც აღმოჩნდა, რომელშიც, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ქალი-მეომარი ესვენა.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:Nikolozi


რა კურიოზი შეიძლება მოჰყვეს მსოფლიო ლიდერთა რეკლამაში გამოყენებას
ივლისის დასაწყისში სილვიო ბერლუსკონი ეროვნული ტურიზმის რეკლამირებით იყო დაკავებული, იტალიელებს მიმართავდა, სამშობლოში დაესვენათ. ცნობილი პოლიტიკოსის ნებაყოფლობითმა გამოჩენამ რეკლამაში, რაც ასე იშვიათია ამ ინდუსტრიაში, შეგვახსენა, რა კურიოზები მოჰყოლია მსოფლიო ლიდერების სახეების არალეგალურ გამოყენებას. ანგელა მერკელი, მისდა უნებურად, საცვლებს უკეთებს რეკლამას, მედვედევი კი - სამშენებლო ინსტრუმენტებს. 

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:Nikolozi


მარადონა უგო ჩავესთან ფეხბურთს ითამაშებს
ვენესუელას პრეზიდენტმა უგო ჩავესმა კვირას განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში მარადონა კარაკასს ეწვევა და მასთან ერთად ფეხბურთს ითამაშებს.

”მარადონამ დამირეკა და მითხრა, რომ სურს ჩვენთან ჩამოსვლა და ორშაბათს, ან სამშაბათს გვესტუმრება. მე ფეხბურთისა და სოფთბოლის თამაში შევთავაზე, რაზეც ის დამთანხმდა”, - განაცხადა ჩავესმა თავის ყოველკვირეულ ტელეგადაცემაში ”ალო, პრეზიდენტი გისმენთ”. წინა კვირას



by:Nikolozi


11 მიზეზი განქორწინებისთვის
ბრიტანულმა გაზეთმა The Daily Telegraph იმ ფაქტორთა სია გამოაქვეყნა, რომლებსაც წყვილი განქორწინებამდე მიყავს.

ბედნიერი ქორწინების საიდუმლოს ამოხსნას ჟურნალისტი და მწერალი ანელი რუფუსი შეეცადა. მან დაადგინა, თუ რა ანგრევს ოჯახს, იტყობინება NEWSru Israel.

მკვლევარის აზრით, განქორწინების მიზეზები შეიძლება ძალიან მრავალფეროვანი იყოს - შვილების სქესი, ტესტოსტერონის დონე, ჯანმრთელობის მდგომარეობა და ა.შ.

ბრიტანული გაზეთი The Daily Telegraph იმ 11 ფაქტორს ასახელებს, რომელიც განქორწინების მიზეზია:





by:Nikolozi


ბურთი, რომლითაც ინიესტამ ჰოლანდიის კარი აიღო, 74 ათას დოლარად გაიყიდა
ბურთი, რომლითაც ესპანეთისა და ჰოლანდიის ნაკრებებმა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ითამაშეს, ონლაინ-აუქციონზე გაიყიდა, - იტყობინება АР.

მყიდველის ვინაობა საიდუმლოა, თუმცა ცნობილია, რომ მან შენაძენში 74 ათასი დოლარი გადაიხადა. შემოსული თანხა მთლიანად ნელსონ მანდელას შიდსთან ბრძოლის ფონდში გადაირიცხება.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:Nikolozi


გერმანიამ რვაფეხა პაულის "ტრანსფერზე" უარი განაცხადა
"ბი-ბი-სი"-ს ცნობით, ობერჰაუზენის საზღვაო ცენტრმა, სადაც "წინასწარმეტყველი" რვაფეხა პაული ცხოვრობს, ესპანეთს მის "ტრანსფერზე" უარი უთხრა.

პაულმა სამხრეთ აფრიკაში საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის ყველა მატჩის შედეგი გამოიცნო და ესპანეთის გამარჯვებაც "იწინასწარმეტყველა". ამის შემდეგ რვაფეხა პაული ესპანეთში ნაციონალურ გმირად გამოაცხადეს და მადრიდის ზოოპარკმა მისი შესყიდვის სურვილიც გამოთქვა.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:


იტალიის პოლიციამ ქართველი მილიონერის იახტაზე რუსი ჩინოვნიკები და სარატოვის გუბერნატორი დააკავა
კუნძულ-ვულკან სტრომბოლზე მომხდარი ინციდენტისთვის გაუგებრობის დარქმევა შეიძლებოდა, რომ არა მისი შედეგები, რომელიც მოგვიანებით მასმედიაში და ბლოგებზე განხილვის საგანი გახდა.

იტალიის პოლიციამ 47-მეტრიანი იახტის "აქსიომას" დასაკავებლად მსხვილი ოპერაცია ჩაატარა, რომელშიც კარაბინერთა ვერტმფრენები, სამხედრო-საზღვაო ძალების საპატრულო კატერები, ფინანსური პოლიცია და სანაპირო დაცვის სამსახური მონაწილეობდნენ. ბორტზე ოცამდე ადამიანი იმყოფებოდა, რომელთა შორის სამართალდამცველები ინტერპოლის მიერ ძებნილი, ორი შეიარაღებული რუსი დევნილის აღმოჩენას ცდილობდნენ.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...



by:Nikolozi


ტაჯიკეთის პრეზიდენტმა 16 წლის ქალიშვილი ნაციონალური ტელევიზიის წამყვანად დაასაქმა

რამდენიმე დღის წინ, ტელეწამყვანის ამპლუაში ტაჯიკეთის პრეზიდენტის 16 წლის ქალიშვილის ზარინა რახმანოვას დებიუტი შედგა. სამშობლოში არდადეგებზე დაბრუნებულ გოგონას, რომელიც ლონდონის ერთ-ერთ პრესტიჟულ კოლეჯში სწავლობს, სიახლეების ინგლისურ ენაზე წაკითხვა ანდეს.

ტაჯიკეთის ტელევიზიის პირველი არხის ახალ დიქტორთან დაკავშირებით ბრიტანულმა გაზეთმა The Times-მა ირონიით აღნიშნა, რომ ტაჯიკეთში ნაციონალურ არხზე ახალი ამბების წამყვანს მრავალი ღირსება მოეთხოვება, რომელთაგან უმთავრესი - ამ ქვეყნის დიქტატორის ქალიშვილად ყოფნაა.

ტაჯიკეთის ტელევიზიით ახალი ამბები ინგლისურ ენაზე უკვე სამი წელია გადაიცემა. ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ეს პროგრამა ტაჯიკეთის ტერიტორიაზე მყოფ უცხოელებს საშუალებას აძლევს, ინფორმაცია ოპერატიულად მიიღონ.

ზარინა ტაჯიკურ არხზე ახალ ამბებს, სავარაუდოდ, კიდევ ორი თვე - სექტემბრამდე წაიკითხავს, სანამ სწავლის გასაგრძელებლად ლონდონში დაბრუნდება.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:Nikolozi


რვაფეხა "პაულმა" რუსეთის მომავალი პრეზიდენტის ვინაობა იწინასწარმეტყველა
რვაფეხა "პაულმა" "კომსომოლსკაია პრავდას" თხოვნით რუსეთის მომავალი პრეზიდენტის ვინაობა იწინასწარმეტყველა . ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტოები წერენ. მიმდინარე კვირას აკვარიუმს სხვადასხვა საკითხზე წინასწარმეტყველების თხოვნით რამდენიმე ათასმა ადამიანმა მიმართა. მოქალაქეებს სურთ შეიტყონ, როდის დასრულდება ეკონომიკური კრიზისი, ღირს თუ არა დაქორწინება და ა.შ.

რვაფეხას ”ფანები” მზადყოფნას გამოთქვამენ, წინასწარმეტყველების სანაცვლოდ 30 ათასიდან მილიონ ევრომდე რაოდენობის თანხა გადაიხადონ. თუმცა, რვაფეხასთვის ოფიციალური თხოვნით მიმართვა, ჯერჯერობით აკრძალულია, რადგან აკვარიუმის მფლობელებმა გადაწყვიტეს, 2010 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის შედეგების წინასწარმეტყველების შემდეგ ის ცოტა ხნით დაასვენონ.



by:Nikolozi