|
|
საქართველოს
ეკონომიკური
განვითარების
ყოფილ მინისტრ კახა ბენდუქიძეს საქართველოში საპენსიო ფონდის არ არსებობა სწორად მიაჩნია. როგორც
ბენდუქიძემ
გაზეთ
"კომერსანტის"
უკრაინულ
გამოცემასთან ინტერვიუში აღნიშნა, საპენსიო ფონდი ფიქციაა. ჟურნალისტის
შეკითხვაზე, საქართველოში საპენსიო ფონდის არ არსებობა მიაჩნია თუ არა
სწორად, კახა ბენდუქიძე პასუხობს -
"ეს ძალიან სწორია, რადგან საპენსიო ფონდი - ფიქციაა. საპენსიო ფონდის
დეფიციტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახმარებას საჭიროებს. ამიტომ ფონდი
ეფექტური შეიძლება იყოს მხოლოდ ერთ შემთხვევაში - თუ ქვეყანაში ისტორიულად
აღინიშნება მოსახლეობის ზრდა. მაშინ საპენისო გადარიცხვების შემოსავალმა
შესაძლოა უზრუნველჰყოს პენსიების გადახდა. სხვა შემთხვევაში ეს სისტემა არ
მუშაოებს".
ინფორმაციის ვრცელი
ვერსია იხილეთ სრულიადში...
|
| |
|
|
|
საქართველო
და სომხეთი ბილეთებს ერთიანი სისტემით გაყიდიან. ამის შესახებ შპს ”საქართველოს რკინიგზა” იუწყება. "საქართველოს
რკინიგზასა" და "სამხრეთ კავკასიის რკინიგზას" შორის, საერთაშორისო
მიმოსვლის მატარებლებზე ბილეთების ერთიანი სისტემით გაყიდვასთან
დაკავშირებით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს. აღნიშნული
სისტემა -
"ორიონი"
"საქართველოს
რკინიგზის"
მიერ შემუშავდა და დღეისათვის ადგილობრივი მიმოსვლის მატარებლებზე მოქმედებს. რკინიგზის
დეპარტამენტის
ინფორმაციით,
მას
შემდეგ, რაც "სამხრეთ კავკასიის რკინიგზა" ბილეთების გაყიდვის ერთიან
ელექტრონულ სისტემაში ჩაერთვება, შესაძლებლობა ექნებათ, სომხეთის ბილეთის
სალაროებიდან, საერთაშორისო მიმოსვლის მატარებლების სამგზავრო ბილეთები
თავად გაყიდონ.
ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...
|
| |
|
|
|
შაქრის ფასმა მსოფლიო ბაზრებზე ახალი
რეკორდი დაამყარა და ბოლო 30 წლის განმავლობაში ისტორიულ მაქსიმუმამდე
გაძვირდა. მაისიდან მოყოლებული ფუნტი შაქრის ფასი 135% პროცენტით გაიზარდა
და 30 ცენტი შეადგინა. მიზეზი ამ პროდუქციის უმსხვილეს მწარმოებელ
ბრაზილიაში არსებული გვალვებია, რამაც მოსავლის აღება შეამცირა. კიდევ
ერთმა უმსხვილესმა ექსპორტიორმა ინდოეთმა ანალოგიური მიზეზების გამო
შაქარზე კვოტები დააწესა. დასავლელი ექსპერტები 2 011 წლისათვის შაქრის
ფასის კიდევ უფრო ზრდას ვარაუდობენ.
ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...
|
| |
|
|
|
ბიზნესის წარმოების სიმარტივის მსოფლიო რეიტინგში საქართველო მე-12 ადგილზეა. როგორც "ეხო მასკვი" იუწყება, ბიზნესისთვის ხელსაყრელ პირობებთან დაკავშირებული გლობალური რეიტინგი მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა. მსოფლიო რეიტინგის მიხედვით, ყველაზე მარტივი ბიზნესის წარმოება სინგაპურში, ჰონკონგსა და ახალ ზელანდიაშია.
ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...
|
| |
|
|
|
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
შემოსავლების სამსახურს ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურები შემოაქვს .
ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურის პრეზენტაცია დღეს სასტუმრო "რედისონში"
გაიმართება. ფინანსთა სამინისტროს
შემოსავლების სამსახური ელექტრონულ მომსახურებაზე ცოტა ხნის წინ გადავიდა
და შესაბამისი ვებ-გვერდი www.rs.ge შექმნა.
ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...
|
| |
|
|
|
საქართველოს 6 დიდ ქალაქში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია
განხორციელდება. ხვალ ხელი მეწერება ხელშეკრულებას, რომელიც ქუთაისში,
ფოთში, ზუგდიდში, ანაკლიაში, მესტიასა და მარნეულში წყალმომარაგების
სისტემის დაპროექტებას ითვალისწინებს
.
ხელშეკრულებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
სამინისტროში ხელს მოაწერენ მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი, გაერთიანებული
წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ირაკლი კვაშილავა და
კოკს-კონსალტინგის ოფიციალური წარმომადგენელი კარსტენ გრიზე.
ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...
|
| |
|
|
|
პრეზიდენტმა დღეს სასტუმრო `ჰოლიდეი ინი` დაათვალიერა. სასტუმროში ბოლო
სამზადისი მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში მისი გახსნა იგეგმება.
4-ვარსკვლავიანი ბრენდი 253 სასტუმრო ოთახს მოიცავს. სულ ინვესტიციების
სახით ამ ობიექტზე 28 მილიონი დოლარი ჩაიდო. სამუშაოები ქართული
ინვესტიციით ჩატარდა.
ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...
|
| |
|
|
|
ხორცის პირველადი გადამუშავების ახალი ქარხანა ნატახტარში პრეზიდენტმა
დაათვალიერა. საწარმო უკვე რამდენიმე დღეა ფუნქციონირებს და მასში 100
ადამიანია დასაქმებული, მათ შორის არის 20 დევნილიც. მათი მინიმალური
ანაზღაურება 400 ლარია.
ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...
|
| |
|
|
|
ქართული
ვალუტა ხშირად გამხდარა მოსახლეობისათვის თავის ტკივილის მიზეზი.
ბუნებრივია, ახლაც ბევრი დარდობს - რა მოუვა ქართულ ლარს, გაუძლებს "ბედის
უკუღმართობას" თუ ვერა.ბოლო ხანს გავრცელებული ინფორმაციით, 2010
წლის ბოლომდე ლარის კურსი დოლარის მიმართ 1,9 ნიშნულამდე გაუფასურდება. ამ
საკითხზე სასაუბროდ "მრეწველთა" ლიდერს - ზურაბ ტყემალაძეს მივმართეთ: -
ეკონომიკური ზრდის შესახებ ხელისუფლების მიერ გამოთქმული ციტატები,
სინამდვილეს არ შეესაბამება. თუ ეკონომიკური ვარდნა იყო 10 პროცენტი და
შემცირდა 5 პროცენტამდე, ეს შეიძლება ვიღაცამ ზრდად მიიჩნიოს, მაგრამ
დღესავით ნათელია, რომ ეს ზრდა არ არის. ამას ნათლად დავინახავთ,
შიდაეროვნულ პროდუქტს თუ გადავხედავთ. ფასებიც კატასტროფულად გაიზარდა, რაც
ეკონომიკის უკუსვლამ გამოიწვია და არა - წინსვლამ. |
| |
|
|
|
მცირე ბიზნესს შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა არ მოეთხოვება, მაგრამ... მაინც მოეთხოვება
დღგ-ს
კვლავაც გადაახდევინებენ ბიზნესს, რომლის წლიური ბრუნვა 100 ათას ლარზე
მეტია. მთავრობა მეწარმეებს თავდაპირველად დასაბეგრი ზღვარის 200 ათას
ლარამდე გაზრდას დაჰპირდა, მაგრამ გადაიფიქრა. როგორც ამბობენ, 18%-იანი
დღგ-ის დასაბეგრი ზღვრის 100-ათასლარიან ნიშნულზე დატოვება მთავრობას
საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისა და მსოფლიო ბანკის ექსპერტებმა
ურჩიეს, რადგან შესაძლებელი იყო, მეწარმეთა მხრიდან გადასახადისგან თავის
არიდების რისკი შექმნილიყო.
ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...
|
| |
|
|
|
საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო "საქართველოს ფოსტას"
გაყიდის. ამის შესახებ მინისტრმა ვერა ქობალიამ Business New Europe
Magazine-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...
|
| |
|
|
|
"ჯიპიაი
ჰოლდინგმა" ქ. დუშეთში 15 საწოლიანი საავადმყოფოს პროექტი წარადგინა.
აღნიშნული პროექტი მიმდინარე ჰოსპიტალური რეფორმის ფარგლებში ხორციელდება.
თანამედროვე ტიპის მულტიპროფილური სამედიცინო დაწესებულება რეგიონის
მოსახლეობას მაღალი დონის სამედიცინო მომსახურებას შესთავაზებს. კომპანიამ პროექტის პრეზენტაცია დუშეთობის დღესასწაულზე, 25 სექტმებერს გამართა.
პაატა
ლომაძე, "ჯიპიაი ჰოლდინგის" მარკეტინგის დირექტორი: "მოხარულები ვართ, რომ
დუშეთობის დღესასწაულზე გვიწევს ამ პროექტის პრეზენტაცია.
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ჩვენ ოთხ საავადმყოფოს ვაშენებთ - ყაზბეგში, მცხეთაში, თიანეთში და დუშეთში
ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...
|
| |
|
|
|
რუსეთმა
ჩინეთთან გაზის ექსპორტზე ძირითად შეთანხმებას ხელი მოაწერა. ამის შესახებ
რუსეთის ვიცე-პრემიერმა იგორ სეჩინმა განაცხადა, რომელიც ჩინეთში ვიზიტით
მყოფ პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს უწევს მეგზურობას.
აღსანიშნავია,
რომ "გაზპრომი" ჩინეთში გაზის ექსპორტზე მოლაპარაკებებს თითქმის ათი წელია
მართავს, თუმცა მხარეები გაზის ფასსა და კონტრაქტის დეტალებზე აქამდე ვერ
თანხმდებოდნენ.
ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...
|
| |
|
|
|
მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით, საქართველომ რეიტინგებში
ოცდამეექვსე ადგილზე გადაინაცვლა. კვლევის შედეგები ჰერითიჯის ფონდმა
გამოაქვეყნა.
საქართველო 2010 წელს შემდეგი კრიტერიუმებით შეფასდა: ბიზნესის დაწყების
გამარტივება, საერთაშორისო ვაჭრობის ზრდა, დაბალი გადასახადები და
საგადასახადო გარემოს ლიბერალიზაცია.
ვრცელი ინფორმაციის სანახავად შებრძანდით სრულიადში...
|
| |
|
|