მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 14 » სააკაშვილი ხორცის გადამამუშავებელ ქარხანაში
6:20 PM
სააკაშვილი ხორცის გადამამუშავებელ ქარხანაში


ხორცის პირველადი გადამუშავების ახალი ქარხანა ნატახტარში პრეზიდენტმა დაათვალიერა. საწარმო უკვე რამდენიმე დღეა ფუნქციონირებს და მასში 100 ადამიანია დასაქმებული, მათ შორის არის 20 დევნილიც. მათი მინიმალური ანაზღაურება 400 ლარია.

ქარხანაში გადამუშავებული ხორცი მაღაზიებში `იბერულას` ბრენდის სახელით გაიყიდება.

`ქართველებს მართლაც უნიკალური სამზარეულო გვაქვს, მაგრამ კვების ორი მთავარი კომპონენტის - თევზისა და ხორცის დამუშავება არ ვიცით. შავი ზღვისპირეთშიც კი ახლა ვსწავლობთ თევზის დამუშავებას. ხორცს რაც შეეხება, ვიცით მარტო მწვადი. ქართველების დამუშავებული კარგი ხორცი თითქმის არ არსებობს. არ ვგულისხმობ, თუ ვინმე სახლში კარგად აკეთებს, მაგრამ სახლამდე სანამ მივა, მთავარია კარგად დამუშავება. თურქეთში სულ 10 წლის წინ ისწავლეს კარგი საჭმლის კეთება, ასევე, ევროპის ბევრ სხვა ქვეყანაში. ქართველები სულ უნდა ვავითარებდეთ ჩვენს სამზარეულოს და ხორცის დამუშავება ამის უპირველესი პირობაა`, - განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.







































კატეგორია: ეკონომიკა | ნანახია: 1056 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar