მთავარი » 2010 ოქტომბერი 18 » საქართველოს 6 დიდ ქალაქში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია განხორციელდება
9:06 PM საქართველოს 6 დიდ ქალაქში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია განხორციელდება | |
საქართველოს 6 დიდ ქალაქში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია განხორციელდება. ხვალ ხელი მეწერება ხელშეკრულებას, რომელიც ქუთაისში, ფოთში, ზუგდიდში, ანაკლიაში, მესტიასა და მარნეულში წყალმომარაგების სისტემის დაპროექტებას ითვალისწინებს . ხელშეკრულებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ხელს მოაწერენ მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ირაკლი კვაშილავა და კოკს-კონსალტინგის ოფიციალური წარმომადგენელი კარსტენ გრიზე. ხელშეკრულება აღნიშნული ქალაქებისათვის წყალმომრაგების სისტემის დეტალური საინჟინრო პროექტებისა და ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადებას გულისხმობს. ხელშეკრულების დადებიდან შვიდი თვის ვადაში, კოკს-კონსალტინგმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და წყალმომრაგების კომპანიას ყველა პროექტი დასრულებული უნდა ჩააბაროს. ამის შემდეგ აზიის განვითარების ბანკი 500 მლნ აშშ დოლარს გამოყოფს და ექვსივე ქალაქში სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |