მთავარი » 2010»ოქტომბერი»25 » შემოსავლების სამსახურს ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურები შემოაქვს
2:13 PM
შემოსავლების სამსახურს ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურები შემოაქვს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
შემოსავლების სამსახურს ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურები შემოაქვს .
ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურის პრეზენტაცია დღეს სასტუმრო "რედისონში"
გაიმართება. ფინანსთა სამინისტროს
შემოსავლების სამსახური ელექტრონულ მომსახურებაზე ცოტა ხნის წინ გადავიდა
და შესაბამისი ვებ-გვერდი www.rs.ge შექმნა. შემოსავლების
სამსახურის მომსახურების ვებ-გვერდი მომხმარებელს 100 სახის ელექტრონულ
მომსახურებას სთავაზობს. მისი დახმარებით, ოფისიდან გაუსვლელად
შესაძლებელია განხორციელდეს სხვადასხვა ოპერაციები, მათ შორის არასწორედ
შევსებული ანგარიშ-ფაქტურის გაუქმება, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის
გაუქმება, საბანკო ანგარიშების შესახებ ცნობის მიღება და სხვა.