მთავარი » 2010 » სექტემბერი » 25 » საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით 26-ე ადგილზეა
12:02 PM
საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით 26-ე ადგილზეა



მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით, საქართველომ რეიტინგებში ოცდამეექვსე ადგილზე გადაინაცვლა. კვლევის შედეგები ჰერითიჯის ფონდმა გამოაქვეყნა.

საქართველო 2010 წელს შემდეგი კრიტერიუმებით შეფასდა: ბიზნესის დაწყების გამარტივება, საერთაშორისო ვაჭრობის ზრდა, დაბალი გადასახადები და საგადასახადო გარემოს ლიბერალიზაცია.

საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით მსოფლიოში 26-ე ადგილს იკავებს, ევროპის რეგიონში კი მე-14-ს. საქართველოს შემდეგ არის სიაში ესპანეთი, ბელგია, საფრანგეთი, იტალია. რაც შეეება კავკასიის რეგიონს, ამ მიმართულებით საქართველო ლიდერი სახელმწიფოა.

კვლევის შედეგები დღეს მედიას ფინანსთა მინისტრმა და ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებმა გააცნეს.






















კატეგორია: ეკონომიკა | ნანახია: 1079 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar