მთავარი » 2010 » ნოემბერი » 6 » საქართველო და სომხეთი ბილეთებს ერთიანი სისტემით გაყიდიან
2:05 PM
საქართველო და სომხეთი ბილეთებს ერთიანი სისტემით გაყიდიან


საქართველო და სომხეთი ბილეთებს ერთიანი სისტემით გაყიდიან. ამის შესახებ შპს ”საქართველოს რკინიგზა” იუწყება. "საქართველოს რკინიგზასა" და "სამხრეთ კავკასიის რკინიგზას" შორის, საერთაშორისო მიმოსვლის მატარებლებზე ბილეთების ერთიანი სისტემით გაყიდვასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
აღნიშნული სისტემა - "ორიონი" "საქართველოს რკინიგზის" მიერ შემუშავდა და დღეისათვის ადგილობრივი მიმოსვლის მატარებლებზე მოქმედებს.
რკინიგზის დეპარტამენტის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც "სამხრეთ კავკასიის რკინიგზა" ბილეთების გაყიდვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში ჩაერთვება, შესაძლებლობა ექნებათ, სომხეთის ბილეთის სალაროებიდან, საერთაშორისო მიმოსვლის მატარებლების სამგზავრო ბილეთები თავად გაყიდონ.
პროექტის განხორციელების შემთხვევაში მნიშვნელოვნად გაიზრდება არა მარტო შავიზღვისპირა, არამედ ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კურორტებზე დასვენების მსურველთა რაოდენობა.
აღნიშნული პროექტი მომავალი საკურორტო სეზონისთვის ამოქმედდება.

































კატეგორია: ეკონომიკა | ნანახია: 1099 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar