საქართველოს
ეკონომიკური
განვითარების
ყოფილ მინისტრ კახა ბენდუქიძეს საქართველოში საპენსიო ფონდის არ არსებობა სწორად მიაჩნია. როგორც
ბენდუქიძემ
გაზეთ
"კომერსანტის"
უკრაინულ
გამოცემასთან ინტერვიუში აღნიშნა, საპენსიო ფონდი ფიქციაა. ჟურნალისტის
შეკითხვაზე, საქართველოში საპენსიო ფონდის არ არსებობა მიაჩნია თუ არა
სწორად, კახა ბენდუქიძე პასუხობს -
"ეს ძალიან სწორია, რადგან საპენსიო ფონდი - ფიქციაა. საპენსიო ფონდის
დეფიციტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახმარებას საჭიროებს. ამიტომ ფონდი
ეფექტური შეიძლება იყოს მხოლოდ ერთ შემთხვევაში - თუ ქვეყანაში ისტორიულად
აღინიშნება მოსახლეობის ზრდა. მაშინ საპენისო გადარიცხვების შემოსავალმა
შესაძლოა უზრუნველჰყოს პენსიების გადახდა. სხვა შემთხვევაში ეს სისტემა არ
მუშაოებს". ყოფილი
მინისტრის
თქმით, საპენისო ფონდის სისტემა თავის მოტყუებას ეფუძნება.
"თქვენი
ხელფასიდან
გადასახადის
სახით ხდება თანხის დაკავება, რომელიც თითქოს თქვენს მომავალ პენსიას უნდა
მოხმარდეს, თუმცა სინამდვილეში ეს თანხა მაშინვე იხარჯება. ერთადერთი
ჯანმრთელი სისტემაა, როცა ადამიანები თვითონ აგროვებენ ფულს
ხანდაზმულობისთვის",
- აღნიშნა
ბენდუქიძემ. ეკონომიკის
ყოფილ მინისტრს მიაჩნია, რომ ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს შეფასების
საკუთარი მაჩვენებელი, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება, ვის სჭირდება
დახმარება და ვის არა. "აი
მაგალითად,
როცა მე გავალ პენსიაზე, როგორ ფიქრობთ, უნდა დამეხმაროს თუ არა
სახელმწიფო?. რატომ უნდა მქონდეს მე, რომელსაც ყველაფერი მაქვს, და იმ
ადამიანს, რომელსაც არაფერი აქვს, ერთნაირი პენსია?, ყველა ქვეყანამ უნდა
შექმნას შეფასების საკუთარი სისტემა, რომელს სჭირდება დახმარება და რომელს -
არა. უბრალოდ საზოგადოების ერთი ნაწილი ღარიბია, მეორე - მდიდარი.
სახელმწიფო უნდა დაეხმაროს მას, ვისი შემოსავალიც საშუალო მაჩვენებელზე
დაბალია. სულ მცირე, მოსახლეობის ნახევარი "სოციალური სიკეთეებით"
არ უნდა სარგებლობდეს",
- მიაჩნია
კახა ბენდუქიძეს.
|