მთავარი » შოუბიზნესი
« 1 2 3 4 5 6 7 ... 14 15 »
ოთარ იოსელიანს ქართული კინოს მომავლის სჯერა
ოთარ იოსელიანს ქართული კინოს მომავლის სჯერა. ამის შესახებ საფრანგეთში მოღვაწე ცნობილმა ქართველმა კინორეჟისორმა ოთარ იოსელიანმა ”ბიბისი”-ს მიმომხილველთან ალექსანდრ კანთან ინტერვიუში განაცხადა.

ოთარ იოსელიანი ლონდონში ქართული კინოს ფესტივალს ესწრება, რომლის ფარგლებშიც მისი ბოლო ფილმი ”შანტრაპა” მონაწილეობს. ფილმის სიუჟეტის მიხედვით, მთავარი გმირი ახალგაზრდა ქართველი რეჟისორია, რომელიც საფრანგეთში მიემგზავრება. ალექსანდრ კანთან საუბრისას ოთარ იოსელიანი ამბობს, რომ ეს ფილმი არ არის მისი ავტობიოგრაფია, ის ზოგადად ავტორიტარულ ეპოქაში დაბადებული ხელოვანის ავტობიოგრაფიაა.
 
ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...



by:Nikolozi


თბილისში ნიუ-იორკის ფილარმონიის ორკესტრის გასტროლები ჩაიშალა
21-22 ოქტომბერს თბილისში ნიუ-იორკის ფილარმონიის ორკესტრს უნდა დაეკრა, თუმცა ირკვევა, რომ გასტროლები ჩაიშალა. ამის შესახებ "ნიუ-იორკ ტაიმსი" წერს.

ორკესტრის წარმომადგენლები ამერიკულ გამოცემასთან აცხადებენ, რომ ამის გამო ათიათასობით დოლარს იზარალებენ.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...



by:Nikolozi


ჯეკსონ რეტბოუნი - დალტონიკი ვამპირი
ეს მსახიობი და მუსიკოსი ისევე წარმატებულია კინოში, როგორც მუსიკალურ სფეროში. თუმცა დიდ კინოში გამოჩენამ მისი პოპულარობა გააათმაგა, მით უმეტეს, რომ თანამედროვე ახალგაზრდების საყვარელ სურათში "ვამპირთა საგაში" გაიბრწყინა, ჯასპერ ჰეილის როლში.

მონრო ჯეკსონ რეტბოუნ V 1984 წლის 21 დეკემბერს დაიბადა სინგაპურში. მამის სამსახურებრივი მდგომარეობის გამო მისმა ბავშვობამ გამუდმებულ მოგზაურობებში გაიარა. ჯეკსონი ახლაც აღიარებს, რომ უყვარს ადგილების ცვლა და ამას ადასტურებს კიდეც იმით, რომ სხვადასხვა დროს უცხოვრია უამრავ ადგილას ინდონეზიიდან დაწყებული, ტეხასის ქალაქ მიდლანდით დამთავრებული.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:Nikolozi


კამერონ დიასს მადონას საყვარელთან წაასწრეს
კამერონ დიასი და ბეიზბოლისტი ალექს როდრიგესი, რომლებიც თებერვლის შემდეგ ერთმენთს საიდუმლოდ ხვდებოდნენ, პაპარაცებმა ერთად პირველად დააფიქსირეს: წყვილი სპორტდარბაბზში ნახეს, სადაც ისინი ერთმანეთს ეალერსებოდნენ.

ადრე ვარსკვლავები აცხადებდნენ, რომ მათ შორის მეგობრობის გარდა სხვა არაფერი იყო. ისინი საზოგადოების წინაშე ერთად გამოჩენას ერიდებოდნენ, ხოლო შეხვედრების დროს სიფრთხილის უპრეცედენტო ზომებს იღებდნენ.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:allfile


კარლა ბრუნის ურჩევენ მეუღლის რეიტინგს გაუფრთხილდეს და ალბომი არ ჩაწეროს
საფრანგეთის პრეზიდენტის მეუღლეს კარლა ბრუნის ახალი ალბომის ჩაწერას არ ურჩევენ, წერს "Paris Match"-ი. ნიკოლა სარკოზის მრჩევლები ფიქრობენ, რომ ალბომის გამოსვლა საფრანგეთის პრეზიდენტის რეიტინგზე უარყოფით გავლენას მოახდენს.

კარლა ბრუნი სტუდიურ ჩანაწერებზე მუშაობის დასაწყებად მზად არის. ახალი ალბომისთვის მან 24 სიმღერა ჩაწერა. თუმცა ახლა პრეზიდენტი მასმედიის კრიტიკის ქარცეცხლშია გახვეული, რაც ბოშების საფრანგეთიდან დეპორტაციაზე საერთაშორისო საზოგადოების არაერთგვაროვან რეაქციას უკავშირდება. გარდა ამისა, ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკით უკმაყოფილო ფრანგები ბოლო დღეებია მასშტაბურ საპროტესტო აქციებს მართავენ.

ვრცელი ინფორმაციის სანახავად შებრძანდით სრულიადში...




by:allfile


მადონას სახლთან ”ყინულმჭრელიანი” თაყვანისმცემელი დააკავეს
ნიუ-იორკში მადონას სახლთან თაყვანისმცემელი დააკავეს, რომელიც სახლთან მდებარე ტროტუარზე წარწერებს კვეთდა - თაყვანისმცემელი მადონასთან შეხვედრას ითხოვდა, იტყობინება "ასოშიეითედ პრესი".
59 წლის მამაკაცს 19-სმ-იანი ”ყინულის ხერხი” ჩამოართვეს.
დაკავებული ნიუ-იორკელი ყოფილი მეხანძრე რობერტ ლინჰარტი აღმოჩნდა. იგი ვანდალიზმსა და იარაღის უკანონო შენახვაში, ასევე დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევაში დაადანაშაულეს. დაკავებული 20 ათასი დოლარის ოდენობის
გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ვრცელი ინფორმაციის სანახავად შებრძანდით სრულიადში...




by:allfile


ნუკი კოშკელიშვილი შეყვარებულია
"იმედის დილის" ყოფილი წამყვანი ნუკი კოშკელიშვილი ტელეეკრანზე აღარ ჩანს,
 მაგრამ ინტერესი მის მიმართ მაინც არ განელებულა. გადავწყვიტეთ, ნუკის
ერთი დღისთვის გადაგვეხედა და საინტერესო ამბავიც შევიტყვეთ, თურმე, ნუ
იტყვით და, ქერათმიანი ტელეწამყვანი შეყვარებულია. ალბათ დაინტერესდით, ვინ
 არის მისი რჩეული, რას საქმიანობს. ამ დეტალების შესატყობად და
ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად შეგიძლიათ, ჩვენი ინტერვიუ წაიკითხოთ.

ვრცელი ინფორმაციის სანახავად შებრძანდით სრულიადში...



by:allfile


”Aerosmith”-ის ვოკალისტმა სოლო კარიერა დაიწყო
ამერიკული როკ-ჯგუფ ”Aerosmith”-ის 62 წლის ვოკალისტმა სტივენ ტაილერმა კარიერის მანძილზე პირველად სოლო პროექტი წამოიწყო.

როგორც ”Blabbermouth.net”-ი იტყობინება, მომღერალმა კომპოზიცია "Love Lives"-ი ჩაწერა, რომელიც იაპონური ფანტასტიკური ფილმის ”Space Battleship Yamato”-ს საუნდტრეკი გახდება. 24 ნოემბერს იაპონიაში ტაილერი სოლო სინგლ "Love Lives"-ს გამოუშვებს, რომელშიც სიმღერის ორიგინალური, აკუსტიკური, საფორტეპიანო და ინსტრუმენტალური ვერსია შევა.

ვრცელი ინფორმაციის სანახავად შებრძანდით სრულიადში...



by:allfile


ქეთა თოფურია თხოვდება
24 წლის მომღერალი ქეთა თოფურია, რომელსაც ხშირად თავაშვებული პირადი ცხოვრების გამო აკრიტიკებენ, ქართველ ბიზნესმენზე დაინიშნა.

ნახევარწლიანი ფარული ურთიერთობის შემდეგ ენერგიული მომღერალი საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა თავის რჩეულ ვინმე ლევანთან ერთად, იუწყება პორტალი lifenews.ru, რომელიც ლევანის ვინაობასა და საქმიანობას ინკოგნიტოდ ტოვებს.

ვრცელი ინფორმაციის სანახავად შებრძანდით სრულიადში...




by:allfile


კამერონ დიასი: ”არ მინდა შვილი”
ჰოლივუდის 38 წლის ვარსკვლავი კამერონ დიასი ბრიტანული Cosmopolitan-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ ”ბევრი შვილის ყოლა მშობლების ეგოიზმზე მეტყველებს, რა საჭიროა ამდენი ”ზედმეტი” ბავში, როცა პლანეტა ისედაც გადატვირთულია მოსახლეობით. ოჯახში მხოლოდ ორი პატარა უნდა იზრდებოდეს”, - ამბობს მსახიობი, რომელსაც სულაც არ სურს შვილი, რადგან ”არ უნდა, ისინი იტანჯებოდნენ”.

ვრცელი ინფორმაციის სანახავად შებრძანდით სრულიადში...




by:allfile


ჯორჯ კლუნი: "ძალიან ბევრ ქალთან ვიწექი"
ძნელია ვინმეში შეგეშალო, შეუძლებელია! მე ერთადერთი და განუმეორებელი ვარ, შეეგუეთ ამას!

წარმატება - რთული რამაა. მე მას მხოლოდ 30 წლის შემდეგ მივაღწიე და ეშმაკმა უწყის, როგორ აეწყობოდა ჩემი ცხოვრება, წარმატებისთვის უფრო ადრე რომ მიმეღწია.

წარმატებასთან ერთად ფულიც მოვიდა. ბევრი ფული. თუმცა სიმდიდრის გამო სინდისის ქენჯნას განვიცდი. ნამდვილად არ ვიცი, რატომ, მაგრამ ეს ასეა.

რას აღარ ვაკეთებდი, ვიდრე მსახიობი გავხდებოდი. ქალის ფეხსაცმელსაც ვყიდდი. და აი რა აღმოვაჩინე: ქალები ფეხის ზომას მალავენ. აბსოლუტურად ყველა ცრუობს!

ვრცელი ინფორმაციის სანახავად შებრძანდით სრულიადში...



by:allfile


ქეთას თბილისური დაბადების დღე ფეიერვერკებისა და პატრულის თანხლებით
ჩვენი საყვარელი ქეთა თოფურია თბილისშია.
ამის შესახებ ერთი ჩემი შოუბზინესში მეტ-ნაკლებად გათვითცნობიერებული მეგობრისგან შევიტყვე, რომელიც თავისდა საუბედუროდ და ჩემდა სასიხარულოდ, "რადისონის" ახლომახლო ცხოვრობს.
წინა კვირას, ერთ მშვენიერ საღამოს, ის-ის იყო, სამსახურიდან ახალი დაბრუნებული მეუღლესთან ერთად ტელევიზორის წინ მოკალათდა და ქართული ტელეეთერით აპირებდა დატკბობას, ზუსტად ათ საათზე ისეთი ღრიანცელი მოაწყდა მის ფანჯრებს, ლამის წალეკა იქაურობა. ცოლ-ქმარი აზრზე რომ მოვიდა, მიხვდნენ, რომ ნაცნობი ჰანგები შემოესმოდათ და იმასაც მიხვდნენ, საიდან მოდიოდა ხმა - "რადისონის" ვერანდიდან. გამოაღო თუ არა ფანჯარა, ჩემმა ძვირფასმა მეგობარმა, მთელი ქართული შოუბიზნესი შეისუნთქა. ხან დათო გომართელის ხმა ისმოდა, ხან "ვი დონთ ვანა პუტინ"-ების...

ვრცელი ინფორმაციის სანახავად შებრძანდით სრულიადში...



by:allfile


ნატალი პორტმანი: "ქალთან ეროტიკული სცენებისთვის მზად არ ვიყავი"
ნატალი პორტმანი ვენეციაში ფსიქოლოგიური თრილერის - "შავი გედის" - წარსადგენად ჩავიდა. მსახიობი ფილმში მთავარ როლს ასრულებს.

ფილმის რეჟისორი დერენ არონოფსკია, რომელსაც ფილმ "რესტლერისთვის" ოქროს ლომი აქვს მოპოვებული. წელს მთავარ ჯილდოს არონოფსკი, სავარაუდოდ, ვერ მიიღებს, მაგრამ ნატალი პორტმანს ნამდვილად აქვს შანსი, საუკეთესო მსახიობი ქალი გახდეს.

"შავ გედში" პორტმანმა ბალერინა ნინა განასახიერა, რომელიც "გედების ტბაში" მთავრი პარტიის ცეკვაზე ოცნებობს, მაგრამ ბალეტის დამდგმელი ტომასი (ვენსან კასელი) თვლის, რომ პორტმანის გმირი ამ როლისთვის შეუფერებელი, მეტისმეტად დაძაბული და ცივია. aif.ru-სთვის მიცემულ ინტერვიუში ნატალი პორტმანი ყვება, თუ როგორ დაეხმარა მას რეჟისორი თავისი გმირის "გათავისუფლებაში".

ვრცელი ინფორმაციის სანახავად შებრძანდით სრულიადში...



by:allfile


გამოდის კარლა ბრუნის სკანდალური ბიოგრაფია, რომელიც ელისეს სასახლეს შეაზანზარებს
საფრანგეთის წიგნის მაღაზიებში მალე ქვეყნის პირველი ლედის კარლა ბრუნის ბიოგრაფია გამოჩნდება. ბიოგრაფია სავსეა პიკანტური დეტალებითა და ისტორიებით. წიგნმა სახელწოდებით ”კარლა: საიდუმლო ცხოვრება”, შესაძლოა, ელისეს სასახლე შეაზანზაროს. 

ხელნაწერის ავტორია L'Express-ის ჟურნალისტი ბესმა ლაური. ყოველკვირეულმა Marianne -მ უკვე გამოაქვეყნა ფრაგმენტები ხელნაწერიდან, საიდანაც უკვე ჩანს, რომ საფრანგეთის პირველ წყვილს მალე თავსატეხი გაუჩნდება.

ინფორმაციის სანახავად შებრძანდით სრულიადში...



by:allfile