კამერონ
დიასი და ბეიზბოლისტი ალექს როდრიგესი, რომლებიც თებერვლის შემდეგ
ერთმენთს საიდუმლოდ ხვდებოდნენ, პაპარაცებმა ერთად პირველად დააფიქსირეს:
წყვილი სპორტდარბაბზში ნახეს, სადაც ისინი ერთმანეთს ეალერსებოდნენ.
ადრე
ვარსკვლავები აცხადებდნენ, რომ მათ შორის მეგობრობის გარდა სხვა არაფერი
იყო. ისინი საზოგადოების წინაშე ერთად გამოჩენას ერიდებოდნენ, ხოლო
შეხვედრების დროს სიფრთხილის უპრეცედენტო ზომებს იღებდნენ.
შეყვარებულები
ყველა ღონისძიებაზე ცალ-ცალკე ავტომობილებით მიდიოდნენ, ხოლო როცა
კამერონი როდრიგესის ბინას ტოვებდა, ყოველთვის დაცვა დაჰყვებდა. მაშინაც
კი, როცა მათ ფარულად იღებენ, ხალხის თანდასწრებით ისინი თავს ზედმეტის
უფლებას არ აძლევენ. ფლორიდაში ერთ-ერთ სპორტდარბაზში გადაღებულ ფოტოზე
კამერონი და ალექსი ერთად ვარჯიშობენ. ვარსკვლავები როდრიგესის მორიგი
თამაშის დროს სასტუმროში ერთად დაბინავდნენ და დროის ძირითად ნაწილს სწორედ
იქ ატარებდნენ.
საინტერესოა,
რომ დიასთან რომანის მიუხედავად, ორი დღის წინ ალექსი სპორტდარბაზიდან
გამოსვლისას სხვა უცნობ ქალთან ერთად შენიშნეს. შემდეგ მათ მსახიობი სოფია
ვერგარა შეუერთდა, რომელსაც სპორტსმენი 2008 წელს ხვდებოდა. როგორც ჩანს,
ეს მეგობრული შეხვედრა იყო. აღსანიშნავია, რომ ადრე სპორტსმენს ორი
გახმაურებული რომანი ჰქონდა - მსახიობ კეიტ ჰადსონთან და მომღერალ
მადონასთან.
მომზადებულია eg.ru-ს მიხედვით.