|
|
"ჰილტონების"
იმპერიის მემკვიდრე პერის ჰილტონი უკვე დიდი ხანია ლას-ვეგასის გასართობი
ბიზნესის მეპატრონე საი უეიტსს ხვდება. წყვილის ურთიერთობა ძალიან სწრაფად
ვითარდება. პერისი არა მხოლოდ სამაგალითო საცოლესავით იქცევა, არამედ
კარგი დედინაცვალივითაც. საის შვიდი წლის ქალიშვილი - ში ჰყავს.
პერისი
გოგონასთან ერთად ხშირად სეირნობს და მას საჩუქრებით ანებივრებს. მართალია
პერისი ჯერ ბავშვის ოფიციალური დედინაცვალი არ არის, მაგრამ არ მალავს,
რომ ერთი სული აქვს, ში როდის გახდება მისი კანონიერი შვილობილი. ბავშვი
მამასთან კვირაში რამდენიმე საათს ატარებს. შის ნამდვილი დედა ერთ დროს
საის კუთვნილ ერთ-ერთ ღამის კლუბში მიმტანად მუშაობდა. |
| |
|
|
|
46
წლის მონიკა ბელუჩის რობერტ დენიროსთან ერთად ახალ ფილმში იღებენ. ფილმის
გადაღებები რომში მიმდინარებს. მისი სახელწოდებაა - "სიყვარულის
სახელმძღვანელო 3". მონიკა ბელუჩი შესანიშნავ ფორმაშია, ასაკის მატებასთან
ერთად მსახიობი უფრო ლამაზდება.
ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...
|
| |
|
|
|
ჰოლივუდის მსახიობმა შარლიზ ტერონმა, რომელიც ცოტა ხნის წინ სტიუარტ თაუნსენდს დაშორდა, უკვე ახალი რომანი გააბა.
ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...
|
| |
|
|
|
ჯონ
ლენონის 70-ე დაბადების დღის იუბილესთან დაკავშირებით მისი ქვრივი იოკო
ონო და ვაჟი შონი ისლანდიაში მუსიკოსის ხსოვნისადმი მიძღვნილ ორთვიან
საერთაშორისო ფესტივალს გახსნიან.
თავის მხრივ, ჯონის პირველი
მეუღლე სინდია და მათი ვაჟი ჯულიანი ლენონის მშობლიურ ლივერპულში The
Beatles-ის ლეგენდარული წევრის შემოქმედებისადმი მიძღვნილ მონუმენტს
გახსნიან. მონუმენტი 6 მეტრი სიმაღლისაა და დედამიწას გამოხატავს, რომლის
თავზე მტრედები დაფრინავენ.
|
| |
|
|
|
მამის
გარდაცვალების შემდეგ ქეთა საზოგადოების წინაშე პირველად გამოჩნდა. 24
წლის მომღერალს, რომელიც ყოველთვის ენერგიით არის სავსე, გართობის ხალისი
არ ჰქონდა. იგი წვეულებაზე ღონისძიების ორგანიზატორ მუსიკალურ ტელეარხ
"Муз-ТВ"-ს პატივსაცემად მივიდა, ტელეარხმა ჯგუფ "ა-სტუდიოს"
პოპულარიზაციაში თავის დროზე დიდი წვლილი შეიტანა. |
| |
|
|
|
19 წლის მოდელი ანა კოვაჩი
ამჟამად საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მუშაობს. ის სამოდელო სააგენტო
"ენგელის" მოდელია. ახალგაზრდა მოდელმა კარიერა საქართველოში "ელიტ მოდელ
ლუქის" კონკურსზე გამარჯვებით დაიწყო. ინტერვიუსთვის ქართველ მოდელს
პარიზში დავუკავშირდით:
- ჩემი ჩაცმის ყოველდღიური სტილი სიტუაციის
შესაბამისად იცვლება. კასტინგზე ქუსლებიან ფეხსაცმელს ვიცვამ და
ვიპრანჭები, როცა მეგობრებთან ერთად სასეირნოდ მივდივარ - კედებს ან უფრო
კომფორტულს.
- იზიარებ თვალსაზრისს, რომ თუ გიჭირავს კარგი ჩანთა და კარგი ფეხსაცმელი გაცვია, უკვე კარგად გამოიყურები? -
მეც, როგორც, ალბათ, ყველა ქალი, ვაღიარებ, რომ ჩანთისა და ფეხსაცმლის
შეხამება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ფეხსაცმელს და ჩანთას აუცილებლად
უნდა ეხამებოდეს სამოსიც. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც განწყობაა.
თუ კარგ განწყობაზე ხარ, გარეგნობაზეც აისახება. |
| |
|
|
|
გთავაზობთ ინტერვიუს საქართველოს სახალხო არტისტ გოგი ქავთარაძესთან, რომელიც ახლახან თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარედ აირჩიეს.
-
ბატონო გოგი, ფრიდრიხ შილერი ამბობდა: თეატრალური სცენა ადამიანებს ხშირად
სასამართლოზე მკაცრად სჯისო. დღევანდელი ქართული თეატრი თუ ასრულებს ამ
მისიას? - პრობლემების გადაწყვეტა მხოლოდ მაშინ მოხერხდება,
როცა კარგად გავისიგრძეგანებთ, რა პროცესები მიმდინარეობს თეატრალურ
ცხოვრებაში. სამწუხაროდ, სურათი საკმაოდ რთულია. როგორც თეატრალურ
მოღვაწეთა კავშირის ახალარჩეულ თავმჯდომარეს, მიმაჩნია, რომ თეატრებში
ახალი სპექტაკლის ჩაბარებას თეატრმცოდნეები უნდა ესწრებოდნენ. ყველა
პრემიერა პროფესიონალთა განსჯის საგანი უნდა გახდეს. მაგალითად,
ედინბურგის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე კრიტიკოსები სპექტაკლებს
შეფასებისას ვარსკვლავებს ანიჭებენ. |
| |
|
|
|
ახალგაზრდა
მომღერალი - დიანა ლაბაძე რუსეთში დაბადებულ-გაზრდილია. ამჟამადაც იქ
ცხოვრობს, მაგრამ როგორც აღნიშნავს, მისი ფესვები საქართველოშია და ჩვენს
ქვეყანას წელიწადში ორ-სამჯერ სტუმრობს. ამ ცოტა ხნის წინ დიანა
სამშობლოში ჩამოვიდა და ბათუმში სოლოკონცერტიც გამართა.
- დიანა, არც ისე დიდი ხნის წინ ბათუმში შენი პირველი სოლოკონცერტი გაიმართა. გვიამბე - ეს საღამო როგორ დაიგეგმა? -
ჩემს საყვარელ ქალაქ ბათუმში სოლოკონცერტის გამართვის სურვილი ყოველთვის
მქონდა. გადაწყვეტილების მიღებაში ჩემი პედაგოგი - ვახტანგ გორდაძე
დამეხმარა, რისთვისაც მას მადლობას კიდევ ერთხელ ვუხდი. რაც შეეხება
კონცერტის ორგანიზებას, ამაში მთავარი წვლილი ჩემი ოჯახის დიდ მეგობარს -
ბატონ თამაზ ნიკოლაიშვილს მიუძღვის. კონცერტზე სხვადასხვა ჟანრის
სიმღერები, მათ შორის - მაცაცო სებისკვერაძის რომანსიც შევასრულე; |
| |
|
|
|
ანჯელინა
ჯოლის საკუთარი ქალიშვილის შურს. მისი 4 წლის ქალიშვილი, მომხიბვლელი
შაილო ყოველთვის ბიჭივით გამოიყურება. ოჯახის მეგობრები დღემდე ამბობდნენ,
რომ გოგონას კაბების ჩაცმა არ უყვარს. თუმცა რამდენიმე დღის წინ
ვარსკვლავის ფსიქოლოგმა ლილიან გლასმა ჟურნალ "National Enquirer"-ს
განუცხადა, რომ მსახიობი შვილს ბიჭივით თავად აცმევს, რადგან კონკურენციის
შიშით არის შეპყრობილი.
ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...
|
| |
|
|
|
რეჟისორმა
ემირ კუსტურიცამ ანტალიაში "ოქროს ფორთოხალის" კინოფესტივალის ჟიური
დატოვა, რადგან ის ბოსნიაში სერბების მიერ მუსლიმანთა გენოციდის
მხარდაჭერაში დაადანაშაულეს. კუსტურიცამ პრეს-კონფერენცია გამართა და
განაცხადა, რომ შესაძლოა მან არაკორექტული განცხადება გააკეთა, მაგრამ
თავის მართლებას არ აპირებს.
როგორც სააგენტო "Anatolia"
იტყობინება, ანტალიაში კუსტურიცას ჩასვლასთან დაკავშირებით მიტინგი
გაიმართა, რომელშიც თურქი ნაციონალისტები და თურქულ-ბოსნიური კულტურული
ასოციაციის წევრები მონაწილეობდნენ. რეჟისორი 1992-1995 წლებში ბოსნიის
ომის დროს ეთნიკური წმენდისა და სრებრენიცაში მუსლიმანთა მასობრივი
მკვლელობის გამართლებაში დაადანაშაულეს. |
| |
|
|
|
რობი
უილიამსი იმ გენიოსი მუსიკოსების რიცხვს შეუერთდა, რომლებმაც რექვიემი
შექმნეს. მას სურს, რომ "Mass for the Dead" ("მესა მკვდრებისთვის")
საკუთარ დაკრძალვაზე "მოისმინოს". ამის შესახებ მუსიკოსმა გერმანულ
გამოცემა "ZEITmagazin"-ს განუცხადა.
ადრე რობი უილიამსის ჰიტი "Angels" ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული სიმღერა იყო, რომელსაც დიდ ბრიტანეთში დაკრძალვებზე უკრავდნენ.
ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...
|
| |
|
|
|
ყოველთვის
ნებიერა იყო - შინაც ხელისგულზე ატარებდნენ და თეატრშიც მუდამ
ეფერებოდნენ. გამოჩენისთანავე ბავშვური ღიმილითა და მბრწყინავი ნათელი
თვალებით მოხიბლა მაყურებელი.
თაობებს ახსოვთ მისი ნინიკო
დრამატურგ ლაშა თაბუკაშვილისა და რეჟისორ ცოტნე ნაკაშიძის სპექტაკლიდან
"დარაბებს მიღმა გაზაფხულია" და ინგა, სიკო და ქეთი დოლიძეების ფილმ
"კუკარაჩადან". მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, მაგრამ არც ხიბლი
დაუკარგავს და არც მისი სიყვარული განელებიათ. დღეს პირისპირ საქართველოს
დამსახურებული არტისტი, მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე გვესაუბრება.
-
ბავშვობიდან ნებისმიერ წრეში, სამეგობრო იქნება, ოჯახი, თეატრი თუ ქუჩა,
ყველგან მანებივრებენ სიყვარულით და ვგრძნობ, სადაც სიყვარული არ მხვდება,
იქ ვერც ვცოცხლობ. არც მე ვიშურებ ადამიანებისადმი სიყვარულს და, ალბათ,
ამიტომაც შემიყვარეს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არასდროს შევმცდარვარ.
ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...
|
| |
|
|
|
ამერიკულმა
ყოველკვირეულმა გამოცემა ”Entertainment Weekly”-მა შოუ-ბიზნესის ყველაზე
გავლენიანი 50 ვარსკვლავის რეიტინგი გამოაქვეყნა.
2010 წლის
ყველაზე გავლენიანი ვარსკვლავი, ჟურნალის ვერსიით, ჰოლივუდის მსახიობი
ჯონი დეპია, მეორე ადგილზე - მომღერალი ლედი გაგაა (ნამდვილი სახელი -
სტეფანი ჯერმანოტა), ლიდერთა სამეულს კი - ტელეწამყვანი ოპრა უინფრი
აგვირგვინებს.
ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...
|
| |
|
|
|
46
წლის მონიკა ბელუჩის რობერტ დენიროსთან ერთად ახალ ფილმში იღებენ. ფილმის
გადაღებები რომში მიმდინარებს. მისი სახელწოდებაა - "სიყვარულის
სახელმძღვანელო 3". მონიკა ბელუჩი შესანიშნავ ფორმაშია, ასაკის მატებასთან
ერთად მსახიობი უფრო ლამაზდება.
ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...
|
| |
|
|