მთავარი » შოუბიზნესი
« 1 2 3 4 5 6 ... 14 15 »
ტომ კრუზის გარეგნობის საიდუმლო ბოტოქსშია
მიუხედავად იმისა, რომ ტომ კრუზი სულ მალე 50 წლის იუბილეს აღნიშნავს, გაცილებით ახალგაზრდულად, 35 წლის მამაკაცივით გამოიყურება. ეჭვობენ, რომ ვარსკლავის უჩვეულოდ ახალგაზრდული გარეგნობის საიდუმლო ბოტოქსშია.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:allfile


The Beatles - All My Loving
ჰამბურგი, 2010 წლის 16 აგვისტო, PRNewswire - 1960 წლის 17 აგვისტოს, ბითლზმა თავისი პირველი კონცერტი დაუკრა ჰამბურგის მუსიკალურ კლუბში, „ინდრა". მომდევნო 2,5 წლის განმავლობაში, ჯგუფმა 281 კონცერტი ჩაატრა გერმანიაში, რითაც ბითლზის წევრებმა თავიანთ კარიერის საფუძველი ჩაუყარეს.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:CoTnIkEla


ჯიმ ქერი მხატვრობამ გაიტაცა
ჯიმ ქერი კარიერაში მიღწეული წარმატებებით ვერ კმაყოფილდება.
48 წლის მსახიობი მხატვრობამ გაიტაცა.

ცოტა ხნის წინ მისმა მეგობარმა მორიგი შედევრის შექმნის პროცესი გადაიღო: ჯიმ ქერის საღებავები უზარმაზარ ტილოზე პირდაპირ ტუბებიდან გადაჰქონდა. სახვადსხვა ფერის ლაქებით ტილოს გარდა, იატაკი, შარვალი, ხელები და ფეხები გაითხუპნა, შემდეგ კი კომიკოსი საკუთარი შემოქმედების ნაყოფის თვალიერებას შეუდგა და,
 როგორც ჩანს, კმაყოფილი დარჩა.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:allfile


"ABBA"-ს წევრებმა გაერთიანება გადაწყვიტეს
"აბბას" ყოფილი ვოკალისტები აგნეტა ფელტსკოგი და ანი-ფრიდ ლინგსტადი სტუდიური მუშაობისთვის გაერთიანებას აპირებენ, იტყობინება "The Daily Telegraph"-ი.

შვედური პოპ-ჯგუფი "აბბა" 1972 წელს შეიქმნა. ფართო პოპულარობა მან 1974 წელს მოიპოვა, როდესაც სიმღერა "Waterloo"-მ "ევროვიზიის"
კონკურსზე პირველი ადგილი მოიპოვა.

კარიერის მანძილზე ჯგუფმა რვა სტუდიური ალბომი გამოსცა, ბოლო მათგანი - "The Visitors" - 1981 წელს გამოვიდა. მართალია ჯგუფს დაშლის შესახებ ოფიციალურად არასდროს განუცხადებია, მაგრამ მიიჩნეოდა, რომ ის 1983 წლიდან აღარ არსებობს. "აბბას" ბოლო კონცეტრი 1982 წლის დეკემბერში გაიმართა,
მომდევნო წლიდან კი წევრებმა სოლო კარიერა დაიწყეს.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:allfile


ჟურნალმა Time-მა XX საუკუნის ყველაზე ცნობილი "სასიყვარულო სამკუთხედები" დაასახელა
ჟურნალმა Time-მა XX საუკუნის ყველაზე ცნობილი "სასიყვარული სამკუთხედები" დაასახელა. საბედისწერო "სასიყვარულო სამკუთხედების" ათეულის სათავეში პრინც ჩარლზის, დიანა სპენსერისა და კამილა პარკერ-ბოულზის ურთიერთობა მოექცა.

1981 წელს პრინც ჩარლზისა და "მდაბიო" გვარიშვილობის დიანა სპენსერის ქორწინების ცერემონიალს ეკრანიდან 750 მლნ ადამიანი ადევნებდა თვალს, მაგრამ ამ წყვილის სასიყვარულო ისტორია კონკიას ზღაპარს ნაკლებად ჰგავდა. მეუღლესთან ოთხწლიანი თანაცხოვრების შემდეგ ჩარლზი კამილას დაუბრუნდა, რომელსაც თვალი 1970 წელს, პოლოს მატჩისას დაადგა. მაშინ გამიჯნურებულ პრინცს წინააღმდეგობა მშობლებმა გაუწიეს, რომლებსაც კამილა სარძლოდ თვალში დიდად არ მოუვიდათ.

კამილასთან კავშირი ჩარლზისა და დიანას ურთიერთობის წახდენის მიზეზი გახდა. 1996 წელს დიანა მეუღლეს ოფიციალურად გაშორდა, სულ მალე კი სიცოცხლე ტრაგიკულად დაასრულა. ჩარლზი და კამილა 2005 წელს დაქორწინდნენ. ცერემონიალს, რომელმაც ვიწრო წრეში ჩაიარა, დიდი ბრიტანეთის დედოფალი არ ესწრებოდა.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...





by:allfile


რენე ჰარლინის ფილმის პრემიერის თარიღი ჯერ უცნობია
რენე ჰარლინის ფილმის პრემიერის დრო ჯერ განსაზღვრული არ არის. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, პაპუნა დავითაიას პრესსამსახურიდან გვაცნობეს. დავითაია რენე ჰარლანის ფილმის პროდიუსერი იყო.

როგორც სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურში აცხადებენ, საქართველოს შესახებ გადაღებული რენე ჰარლანის ფილმი კარგი გამოვიდა. მათივე თქმით, ჯერ გამოვლენილი არ არის ფილმის სადისტრიბუციო კომპანია, მისი შერჩევა უკვე მიმდინარეობს. სადისტრიბუციო კომპანია დაადგენს დროს, თუ როდის შედგება ფილმის პრემიერა.

ამასთან, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფილმი პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკვე ნახა, თუმცა ფილმში ენდი გარსიას როლის სიმცირით უკმაყოფილო დარჩა. ენდი გარსია საქართველოს პრეზიდენტის როლს ასრულებს.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...





by:allfile


კეიტ ჰადსონი ქორწილისკენ მიექანება
31 წლის ჰოლივუდის მსახიობის - კეიტ ჰადსონის - პირველი ქორწინება წაუმატებელი აღმოჩნდა. მსახიობ კრის რობინსონთან ის ცოტა ხანი ცხოვრობდა და ახლა ახალგაზრდობის შეცდომების გამეორება არ სურს.

თუმცა, როგორც ჩანს, როკ ჯგუფ "Muse"-ის მუსიკოსმა მეთ ბელამმა მისი გული მოინადირა. ისინი სულ რაღაც ოთხი თვეა ერთად არიან, მაგრამ მეგობრები ამბობენ, რომ მათი ურთიერთობა მალე ქორწილით დაგვირგვინდება.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში..




by:allfile


რენი ჰარლინის ფილმისთვის თბილისში ველ კილმერი ჩამოვიდა

ველ კილმერი თბილისშია. ჰოლივუდის ვარსკვლავი დედაქალაქს გვიან ღამით ეწვია. ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელ სასტუმროში დაბინავდა ცნობილი მსახიობი.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში..



by:Nikolozi


სიუზენ ბოილიმ სამი რეკორდი დაამყარა
შოტლანდიელი დიასახლისი სიუზენ ბოილი, რომელმაც მსოფლიო აღიარება კონკურსში ”ბრიტანეთი ეძებს ტალანტებს” მონაწილეობით მოიპოვა,
გინესის სამგზის რეკორდსმენი გახდა.

მისი პირველი წარმატება წიგნში შარშან აღნიშნეს, როცა რეკორდების წიგნის წარმომადგენლებმა მისი ალბომი Dreamed a Dream, ბრიტანელი ქალი -შემსრულებლების არსებობის ისტორიაში ყველაზე გაყიდვად დისკად და ასევე ყველაზე წარმატებულ დებიუტად აღიარეს.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში..




by:allfile


ლოს ანჯელესში "ტიტანიკის" ხანდაზმული ვარსკვლავი გარდაიცვალა
ლოს ანჯელესში, 101 წლის ასაკში მსახიობი გლორია სტიუარტი გარდაიცვალა. მსახიობის ქალიშვილის, სილვია ტომპსონის თქმით, სიკვდილის მიზეზი სუნთქვის დახშობა და ჟანგბადის უკმარისობა გახდა, რაც ფილტვის კიბოთი იყო გამოწვეული.

კარიერის მანძილზე გლორიას 70-ზე მეტი როლი აქვს შესრულებული. მათ შორის ყველაზე ცნობილი, ჯეიმს კემერონის ფილმ "ტიტანიკში" განსახიერებული ხანდაზმული როუზ კალვერტის როლია, რისთვისაც მსახიობი "ოსკარის" პრემიაზე იყო ნომინირებული.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:allfile


მანიკა ასათიანმა დაბადების დღე ქმრის გარეშე იზეიმა
მანიკა ასათიანი რედაქციაში ინტერვიუს ჩასაწერად თავისივე დაბადების დღეზე გვეწვია, თუმცა, ჩემდა სამარცხვინოდ, ამის შესახებ არაფერი ვიცოდი. სიტუაციაში გარკვევის შემდეგ, რასაკვირველია, მანიკას მთელი რედაქციის სახელით
მივულოცე და საუბარიც დავიწყეთ.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:allfile


AC/DC-მ 30 000 ბილეთი 46 წუთში გაყიდა
AC/DC-მ 30 000 ბილეთი 46 წუთში გაყიდა

მასალა წაიკითხეთ სრულაიდში...



by:allfile


დავით ბაქრაძე 27 სექტემბერს საქართველოს ტრაგედიის სიმბოლოდ მიიჩნევს წყარო
პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძის შეფასებით, დღევანდელი დღე სიმბოლოა იმისა, თუ როგორ ვერ მოახერხა საქართველომ გარედან მოხვეული ძმათამკვლელი ომის თავიდან აცილება.

ამის შესახებ ბაქრაძემ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომელზეც დეპუტატებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. მისი თქმით, დღევანდელი დღე საქართველოსთვის სიმბოლური თარიღია, თუმცა ცუდი თვალსაზრისით.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...



by:Nikolozi


როგორ მისცა სასტუმროს მეპატრონემ ნინო მუმლაძეს ოჯახის შექმნის სტიმული
როგორც ჟურნალმა "რეიტინგმა" გაარკვია, სერიალი "ჩვენი ოფისი" ახალი სეზონიდან "რუსთავი-2"-ის ეთერში აღარ გავა. ნინო მუმლაძის თქმით, ბოლო სერიების გადაღებისას უკვე არსებობდა ეჭვი, რომ განახლებულ სატელევიზიო ბადეში სერიალი აღარ მოხვდებოდა. რა გახდა სერიალის დახურვის მიზეზი, როდის შეიტყო მსახიობმა უმუშევრად დარჩენის შესახებ, ამას ნინო თავად გიამბობთ, ზაფხულის
 დასვენების ამბების პარალელურად:

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:Nikolozi