31
წლის ჰოლივუდის მსახიობის - კეიტ ჰადსონის - პირველი ქორწინება
წაუმატებელი აღმოჩნდა. მსახიობ კრის რობინსონთან ის ცოტა ხანი ცხოვრობდა და
ახლა ახალგაზრდობის შეცდომების გამეორება არ სურს.
თუმცა, როგორც
ჩანს, როკ ჯგუფ "Muse"-ის მუსიკოსმა მეთ ბელამმა მისი გული მოინადირა.
ისინი სულ რაღაც ოთხი თვეა ერთად არიან, მაგრამ მეგობრები ამბობენ, რომ
მათი ურთიერთობა მალე ქორწილით დაგვირგვინდება.
საქმროსთვის
სირთულეს კეიტის ვარსკვლავი მშობლები - გოლდი ჰოუნი და კურტ რასელი -
წარმოადგენენ. ქალისშვილის რჩეულსისგან ისინი ბევს მოელიან და ამიტომ
მათთვის თავის მოწონება ადვილი არაა.
თუმცა მუსიკოსმა ამასაც
წარმატებით გაართვა თავი: ის ბრძნულად მოიქცა, შეყვარებულის მშობლები
არაოფიციალურ გარემოში, სანტა-მონიკაში ველოსიპედით სეირნობის დროს გაიცნო
და მათთან რეგულარული ურთიერთობა აქვს.