მთავარი » 2010 » სექტემბერი » 28 » მანიკა ასათიანმა დაბადების დღე ქმრის გარეშე იზეიმა
10:33 PM
მანიკა ასათიანმა დაბადების დღე ქმრის გარეშე იზეიმა



მანიკა ასათიანი რედაქციაში ინტერვიუს ჩასაწერად თავისივე დაბადების დღეზე გვეწვია, თუმცა, ჩემდა სამარცხვინოდ, ამის შესახებ არაფერი ვიცოდი. სიტუაციაში გარკვევის შემდეგ, რასაკვირველია, მანიკას მთელი რედაქციის სახელით მივულოცე და საუბარიც დავიწყეთ.


- მანიკა, გილოცავ დაბადების დღ­ეს, რამდენი წლის გახდი?
- დიდი მადლობა, 18 წლის გავხდი.

- რა გისახსოვრა მეუღლემ, გაგვიმხილე...
- აი, გულზე მიკეთია ყელსაბამი ჩე­მი ინიციალით, რომელიც კავალის დი­ზაინით დაამზადებინა, მისი ჯაჭვი კი კარტიეს დიზაინითაა გაკეთებული. ძალიან მომწონს და ვიცი, ასეთი სხვას არავის ექნება.

- როგორ აპირებ დღევანდელი დღის გატარებას?
- დღევანდელ დღეს ჩემს დაქალებთან ერთად გავატარებ, შევიკრიბებით მხოლოდ გოგონები და კარგად გავერთობით. ეს იქნება დაბადების დღე მამაკაცების გარეშე.

- რატომ გადაწყვიტე, ოჯახის შექმნიდან პირველი დაბადების დღე ქმრის გარეშე აღგენიშნა?
- ეს თვითონ ბექამ გადაწყვიტა. დიდი დღეობა რომ გადამეხადა რესტორანში, იქ აუცილებლად იქნებოდნენ მამაკაცები, მაგრამ ამჯერად ასე გადავწყვიტეთ. თან ეს ყველაფერი ექსპრომტად მოვიფიქრეთ, საერთოდ არაფრის გაკეთებას არ ვგეგმავდი. ისე, კი ვუთხარი ბექას, შენ მაინც წამოდი-მეთქი, მაგრამ არ უნდა, მარტო ხომ არ დავჯდები ამდენ გოგოშიო.

- დროის კარგად გატარებას გისურვებთ... ახლა გვითხარი, როგორ იწყება შენი ერთი დღე?
- როცა ვმუშაობ, ძალიან ადრე იწყება ჩემი დილა, დაახლოებით ექვს საათზე უკვე მღვიძავს, თუმცა უკვე ამასაც მივეჩვიე. სამაგიეროდ, დასვენების დღეებში გვიანობამდე მძინავს და დანაკლისს ვინაზღაურებ. სამსახურის შემდეგ, თუ ძალიან დაღლილი ვარ, ისევ ვიძინებ, თუ არადა, სანამ ბექა გაიღვიძებს, კომპიუტერით ვირთობ თავს.

- დილით სამსახურში წასვლამდე ბექა არ იღვიძებს, არ გაცილებს?
- კი, ყოველთვის იღვიძებს და სამსახურში ყოფნისასაც მუდმივად მეკონტაქტება ტელეფონით, ჩემ გარეშე ვეღარ იძინებს (იღიმის), ხშირად მიყურებს და კომპლიმენტებსაც მეუბნება.

- სამსახურისა და დასვენების შემდეგ როგორ გრძელდება დღე?
- შეიძლება ითქვას, ბექას რეჟიმზე ვარ მორგებული. დღეში ორჯერ ვარჯიში აქვს და როცა გადის, მეც მივყვები, ხან დედაჩემთან მტოვებს, ხან ნათესავებთან, ხან მეგობრებთან, უკან დაბრუნებისას კი გამომივლის და შინ ერთად ვბრუნდებით. საღამოობით, თუ თავისუფალი დრო გვაქვს, ძირითადად ჩვენთან ვიკრიბებით მეგობრები, თუმცა არის შემთხვევები, როცა სადმე მივდივართ.

- მანიკა, როგორ გართობას ანიჭე­ბთ უპირატესობას, კლუბებში სიარული გიყვარს?

- სიმართლე გითხრა, საქართველოში კლუბში წასვლა შარია, სულ ჩხუბი და გაუგებრობაა.

- შენ გამო თუ მომხდარა მსგავსი ინციდენტი?
- ასე ვერ გავიხსენებ, მაგრამ მაინც არ ვგიჟდებით კლუბებში სიარულზე. ჩვენთვის მთავარია, მეგობრები ერთად შევიკრიბოთ და მერე უკვე კარგ დროს ვატარებთ.

- შენ და ბექა მარტო ცხოვრობთ?
- თავიდან მარტოები ვიყავით, მაგრამ ახლა დედამთილ-მამამთილთან ერთად ვცხოვრობ.

- დიასახლისობა თუ გიწევს?

- არა. მაგრამ ვინაიდან უცხოეთში ვაპირებთ სამომავლოდ წასვლას, მინდა, ნელ-ნელა რაღაცების კეთება უკეთ ვისწავლო. საერთოდ, სამზარეულოში ტრიალი მეხერხება, მაკარონის გაკეთება, კარტოფილის შეწვა ვიცი, კექსები გამომდის კარგად და ხშირად ვაცხობ. რაც შეეხება დალაგებას, ამასაც უპრობლემოდ ვაგვარებ, არავის არ უყვარს არეულ სახლში ყოფნა და მეც არ ვარ გამონაკლისი, თან, როცა გათხოვილი ხარ, ეს უფრო მეტად მოგეთხოვება. დედასთან ყოფნისას თუ ვერ ვასწრებდი ჩემი ოთახის მილაგებას, ის თავად მიწესრიგებდა, მაგრამ ახლა ვიცი, რომ ეს ჩემი მოვალეობაა. თუმცა არ შეიძლება არ აღვნიშნო, რომ ამ ყველაფერში დედამთილიც ძალიან მეხმარება.

- როგორც თქვი, საზღვარგარეთ აპირებ წასვლას, გაქვთ კონკრეტული შემოთავაზებები?
- კი, ამჯერად ისრაელის ვარიანტზე ვფიქრობთ, სავარაუდოდ ამ ქვეყანაში წავალთ ახლო მომავალში.

- და შენს სწავლასა და კარიერას რა ბედი ეწევა?
- ვეცდები, ისე მოვახერხო, რომ სწავლა არ შევწყვიტო. რაც შეეხება კარიერას, ვფიქრობ, იქ უფრო მეტ წარმატებას მივაღწევ.

- ანუ შეიძლება, "რუსთავი 2"-დან წამოხვიდე?

- კი, მართალია, ძალიან მიჭირს ტელევიზიის დატოვება, რადგან მიჩვეული ვარ ყველას და ყველაფერს, მაგრამ შეიძლება მათი დატოვება მო­­მიხდეს. თუმცა ვიმედოვნებ, როცა დავბრუნდები, ისევ გავაგრძელებ მათთან თანამშრომლობას.

- ყველაფერთან ერთად, წელს სტუდენტი გახდი, სწავლაც დაგეწყებოდა, გაგვიმხილე შენი პირველი ემ­ოციები და შეფასებები ცხოვრების ამ ახალი ეტაპის შესახებ.

- სამსახურის შემდეგ ყოველდღე მომიწევს ლექციებზე სიარული, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩავირიცხე და მინდა, კარგად დავეუფლო ამ პროფესიას. რაც შეეხება ემოციებსა და შეფასებებს, დიდად ვერაფერს გეტყვი, რადგან გათხოვების შედეგად ისეთ ეიფორიაში ვიყავი და ისეთი განცდები მქონდა, რომ ეს საკითხი უკვე მეორეხარისხოვანი გახდა, თუმცა თავისთავად სასიამოვნოა, რომ სტუდენტი ვარ.

- ვინაიდან სწავლაზე ვსაუბრობთ, აქვე მინდა გკითხო, დღის განმავლობაში კითხვისთვის, წიგნებისთვის თუ გრ­ჩება დრო?
- მას შემდეგ, რაც აქტიურად ჩავერთვები სწავლაში, რასაკვირველია, ბევრს წავიკითხავ და წიგნებსაც იმაზე მეტ დროს დავუთმობ, ვიდრე ახლა. თვითონაც არ მინდა, უცოდინარი ვიყო, მარტო დიპლომის ხელში დაჭერა ხომ არ არის მთავარი, მინდა, გავამართლო იმედები.

- როგორ მთავრდება შენი დღე?

- როცა გარეთ ვართ გასულები, დღე საკმაოდ გვიან მთავრდება, სახლში სადღაც ღამის პირველი საათისთვის ვბრუნდებით და ისეთი დაღლილები ვართ, ერთი სული გვაქვს როდის დავიძინებთ. თუმცა არის შემთხვევები, როცა ფილმის ყურებას ვიწყებთ, მაგრამ ბოლომდე ვერ "ვქაჩავთ" ისევ დაღლილობის გამო, ზოგჯერ კი დაძინებამდე ლოგინში კომპიუტერით ვერთობით.

ციცი ომანიძე

ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)

























კატეგორია: შოუბიზნესი | ნანახია: 1353 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar