მთავარი » შოუბიზნესი
« 1 2 3 4 ... 14 15 »
რას ყიდულობს ლელა წურწუმია სექენდჰენდში

ლელა წურწუმია და მამულიჩა უკვე 14 წელია ერთმანეთს იცნობენ. ოჯახი ცხრა წლის წი შექმნეს. ჯერჯერობით მხოლოდ ერთი გოგონა ჰყავთ, მარიკო, რომელიც თურმე ძალიან კარგად მღერის. მარიკოს სიმღერის მასწავლებელი ლელასა და მამულიჩას მეგობარი ნატო მეტონიძე იქნება.

- მარიკო რომელ კლასში სწავლობს?
ლელა:
- მესამე კლასში გადავიდა.



by:Nikolozi


ვასო ფხაკაძე და გიორგი აფციაური სეპარატისტმა გოგონამ მოხიბლა

ვასო ფხაკაძე და გიორგი აფციაური წელს თურქეთში დასასვენებლად ერთად გაეშურნენ, საზღვრებს გარეთ დასვენება ერთად პირველად მოახერხეს და მოგზაურობაშიც გამოსცადეს ერთურთი. შედეგი დამაკმაყოფილებელია, საქებარი სიტყვები ერთმანეთის მიმართ ინტერვიუში არ დაიშურეს. როგორც ყოველთვის, იუმორისტებთან ინტერვიუმ დიდ მხიარულებაში ჩაიარა.

ვასო:
- პასიური დასვენება მიყვარს, არანაირი მუსიკა, ჯაგაჯუგი და აქტიური ტემპი, თუმცა ხანდახან გამოვურევ ხოლმე, კვირაში ერთხელ ან ორჯერ.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...



by:Nikolozi


სად გარბის რუსკა მაყაშვილი ხელფასის აღებისთანავე
მსახიობ რუსკა მაყაშვილს დღის განმავლობაში დატვირთული გრაფიკი აქვს, მთელ დღეს რეპეტიციაზე ან გადაღებაზე ატარებს, თუმცა დღის ბოლოს, რა დროც უნდა იყოს, შეყვარებულისთვის მაინც იცლის, მისი დღე კი ტელევიზორის ფონზე დაძინებით მთავრდება. ამჯერად გადავწყვიტეთ რუსკა მაყაშვილის ერთი დღისთვის გადაგვეხედა და თქვენთვის მისი რეჟიმისა და საქმიანობის შესახებ გვეამბო.

- თუ რეპეტიცია მაქვს, დილით ერთი საათით ადრე ვდგები და გავრბივარ. 24 საათის განმავლობაში თუ რვა საათი არ დავიძინე, დაღუპული ვარ. კარგად გამოძინების შემთხვევაში დილით შხაპს ვიღებ, ვიცვამ და ყოველგვარი საუზმის, ყავა-ჩაის გარეშე გავრბივარ რეპეტიციაზე, თეატრში, რომელიც სამის ნახევრამდე გრძელდება, ამის შემდეგ პირდაპირ სერიალის გადაღებაზე მივდივარ, მერე ისევ თეატრში ვბრუნდები და ვარ მთელი დღე გადარბენებზე.
ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:Nikolozi


სასამართლომ ბობ მარლის ოჯახს მომღერლის ჰიტებზე საავტორო უფლება არ დაუმტკიცა
მანჰეტენის სასამართლომ ხმის ჩამწერი სტუდია ”UMG Recordings”-ის წინააღმდეგ ლეგენდარული იამაიკელი რეგი-შემსრულებლის ბობ მარლის ოჯახის მიერ შეტანილი სარჩელი არ დააკმაყოფილა, იტყობინება ”როიტერი”.

მუსიკოსის ქვრივი რიტა მარლი და მისი ცხრა შვილი მომღერლის ხუთ ყველაზე ცნობილ ალბომზე საავტორო უფლებების დაბრუნებას მოითხოვდნენ. ალბომები მომღერალმა 1973-77 წლებში ჯგუფ ”The Wailers”-სთან ერთად ჩაწერა. ეს ალბომებია "Catch a Fire", "Burnin'", "Natty Dread", "Rastaman Vibrations" და "Exodus". ეს ფირფიტები, რომლებიც მოგვიანებით Universal-მა შეიძინა, ისეთ ჰიტებს შეიცავს, როგორიცაა "Get Up, Stand Up", "I Shot the Sheriff", "No Woman, No Cry", "Jamming", "One Love" და სხვები.
ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:Nikolozi


ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი საცხოვრებლად ციმბირში გადადიან
მას შემდეგ, რაც "მისტერ და მისის სმიტებში" ანჯელინა და ბრედი გადაიღეს, თაყვანისმცემლები მოუთმენლად ელოდნენ, როდის აღმოჩნდებოდნენ ისინი ისევ ერთ გადასაღებ მოედანზე. 10 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვარსკვლავებს ახალ ფილმში იღებენ და ისინი დროებით ციმბირში გადასახლდებიან.

ფილმის სახელწდებაა "ვეფხვი". რეჟისორი დარენ არნოფსკია.  ფილმში ბრედ პიტის მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია დიდი ხნის წინ გავრცელდა. ანჯელინა კი შეთავაზებას ახლახანს დათანხმდა. ამის თაობაზე "ვეფხვის" სცენარისტმა გილერმო არიაგამ განაცხადა.


ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:Nikolozi


რობი უილიამსი: "მინდა, ჩემი ვაჟი გეი იყოს"
რობი უილიამსი ბოლო დროს ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა: "Take That"-ში დაბრუნება, აიდა ფილდთან ქორწინება და აი, ბოლოს მომავალი ვაჟის აღზრდის მეთოდის შესახებ გაკეთებული სკანდალური განცხადება.

რამდენიმე დღის წინ რადიო "Kyle and Jackie O Show"-სთვის მიცემულ ინტერვიუში რობი უილიამსმა განაცხადა: "მინდა, ჩემი შვილი გეი იყოს! მე და აიდამ ეს საკითხი უკვე განვიხილეთ და ის ჩემს მოსაზრებას ეთანხმება. ამასთან, სულერთია ვაჟი გვეყოლება, თუ გოგონა, ჰომოსექსუალიზმი დღითიდღე უფრო გლობალური და სრულიად ნორმალური მოვლენა ხდება."


ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:Nikolozi


შვარცენეგერისთვის ღამით ტრეტიაკოვის გალერეა გახსნეს
მოსკოვში სტუმრად მყოფი არნოლდ შვარცენეგერისთვის ტრეტიაკოვის გალერეა ღამით გახსნეს. მუზეუმში ექსკურსიის დროს "ტერმინატორზე" განსაკუთრებული შთაბეჭდილება ალექსანდრ ივანოვის სურათმა "ქრისტეს გამოცხადებამ" მოახდინა.

თუკი მოსკოვში წინა ვიზიტების დროს არნის რუსეთის დედაქალაქის დასათვალიერებლად დრო არასდროს რჩებოდა და მხოლოდ კრემლისა და წითელი მოედნის ხილვით შემოიფარგლებოდა, ამჯერად კალიფორნიის გუბერნატორმა მოსკოვის კულტურული ფასეულობების შესაცნობად მოიცალა.



by:Nikolozi


ჯორჯ მაიკლი ციხიდან გამოვიდა

ოთხკვირიანი პატიმრობის შემდეგ ამერიკელი ვარსკვლავი ჯორჯ მაიკლი ციხიდან გამოუშვეს.

შეგახსენებთ, რომ  14 სექტემბერს ლონდონის სასამართლომ  მომღერალს რვა კვირით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.


ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:Nikolozi


სომალელი მეკობრეები ქართველების გათავისუფლების სანაცვლოდ 15 მილიონს ითხოვენ

სომალელი მეკობრეების მიერ გატაცებული 15 ქართველი მეზღვაურის გასათავისუფლებლად სპეცოპერაციის ჩატარება არ განიხილება, ვიდრე დიალოგის შესაძლებლობა არ ამოიწურება.

ამის შესახებ დღეს გამართული ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.


ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:Nikolozi


"კომსომოლსკაია პრავდა" - საქართველომ რუსეთს ჩრდილოეთ კავკასიაზე უჩქმიტა
საქართველომ რუსეთს ჩრდილოეთ კავკასიაზე უჩქმიტა, - ამ სათაურით აქვეყნებს მოკლე სტატიას რუსული გაზეთი "კამსამოლსკაია პრავდა".

მასალა ეხება ქართული მხარის გადაწყვეტილებას ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ, რომლის შესახებაც ოფიციალური განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კლანდაძემ გუშინ გააკეთა.

გაზეთს კალანდაძე საგარეო საქმეთა მინისტრად ჰყავს მოხსენიებული, საქართველოს ახალი ინიციატივას კი, "პოლიტიკურ დემარშს" უწოდებს.


ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:Nikolozi


რუსული შოუბიზნესის ყველაზე ჭკვიან ქალებს შორის თინა კანდელაკი ლიდერობს


ამბობენ, ინტელექტი და შოუბიზნესი შეუთავსებელი ცნებებიაო, თუმცა რუსეთში გადაწყვიტეს, ამ აზრს შეეწინააღმდეგონ და ცნობილ ადამიანებს შორის ყველაზე ჭკვიანები და განათლებულებიც გამოავლინეს.

რუსული შოუბიზნესის ყველაზე ჭკვიან ქალებს შორის პირველი ქართველი აღმოჩნდა - რუსეთში მოღვაწე ტელეწამყვანი თინა კანდელაკი, რომლის IQ 182 ქულაა. რეიტინგის შემდგენლებმა მისი შემოქმედებითი ბიოგრაფია და განათლება კიდევ ერთხელ გაიხსენეს - საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ თინამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე ჩააბარა, თუმცა მალე მიხვდა, რომ მედიცინა არ იყო მისი მოწოდება. მერე კასტინგზე მოხვდა და საქართველოს ტელევიზიის "მე-2 არხის" წამყვანად მოგვევლინა, ჟურნალისტიკის ფაკულტეტიც დაამთავრა, მაგრამ არც ეს იკმარა.



by:Nikolozi


ნატო გელაშვილის "ედემის ბაღი" და მისი პრანჭია გოგოები
კომპოზიტორსა და მომღერალ ნატო გელაშვილს შინ ნამდვილი "ედემის ბაღი" აქვს; მისი სახლი სავსეა ოთახის უამრავი მცენარით. ქალბატონი ნატოს დილა ყვავილების ალერსითა და მოვლით იწყება. იცის, მისი ოჯახის ულამაზეს ბინადართ რა უყვართ და რა - არა.

- მიმაჩნია, რომ ოთახის მცენარეები ადამიანებივით არიან: ესმით, მოქმედებენ, სტკივათ... ხშირად ყოფილა შემთხვევა, როცა ჩემი განწყობილება გადასდებიათ. ყვავილებს გულით ვუვლი. როდესაც მინდა, რომ მცენარე გავახარო, ის აუცილებლად ხარობს. დილით, ბავშვების სკოლაში გაცილების შემდეგ, ყვავილებზე ზრუნვას ვიწყებ, რაც საკმაოდ დიდ დროს მართმევს. ზაფხულში კი პრობლემა ჩნდება ხოლმე: თუ სახლში ვინმე არ დარჩა, მცენარეები გამიხმება. ამიტომ ყვავილების მოვლა ჩემს მეუღლეს აქვს "მისჯილი" და მცენარეებს ვახოს იმედად ვტობებ. თან, ვუწერ - თითოეულ მათგანს როგორ უნდა მოუაროს. თუ რომელიმე მცენარემ "მოიწყინა", დაუყოვნებლივ მირეკავს! მოკლედ, ყვავილების მოვლაში მთელი ოჯახით ვარ ჩაბმული. უამრავი მცენარე მაქვს. მთელი აივანი უკავიათ - დასაჯდომი ადგილიც კი არაა. ასევეა, ოთახებშიც. ყვავილებში ვცხოვრობ.
ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...



by:Nikolozi


ეშტონ კატჩერი და დემი მური ლოგინში ქალებს ეპატიჟებიან

დემი მურისა და ეშტონ კატჩერის საერთო ნაცნობი ბრიტნი ჯონსი ამტკიცებს, რომ დემი მურის ქმართან იწვა. მისი თქმით, ჰოლივუდის წყვილს თავისუფალი ურთიერთობა ხიბლავს და დემი და ეშტონი ლოგინში ქალებს ხშირად ეპატიჟებიან.

ცოტა ხნის წინ ჯონსმა ჟურნალ Star Magazine-ს უამბო, რომ კატჩერი ერთ-ერთ საღამოზე გაიცნო, რის შემდეგაც მის საწოლში აღმოჩნდა. მოგვიანებით მსახიობს ბრიტნისთვის უთქვამს, რომ ის და დემი გოგონებს თავისთან საწოლში ხშირად ეპატიჟებიან და სექსუალურ ნეტარებას ერთად ეძლევიან.



by:Nikolozi


”ევროვიზია 2011”-ს დიუსელდორფი უმასპინძლებს
გადაწყდა, რომ საერთაშორისო საესტრადო კონკურსის ”ევროვიზია 2011”-ის ფინალი დასავლეთ გერმანულ ქალაქ დიუსელდორფში 2011 წლის 14 მაისს გაიმართება. ამის შესახებ გერმანული გაზეთი ”ბილდი” იუწყება.

ასევე ცნობილია, რომ ნახევარფინალი 10 და 12 მაისს გაიმართება. მანამდე კონკურსის მასპინძლობაზე პრეტენდენტ ქალაქებად ბერლინი, ჰამბურგი, ჰანოვერი და კიოლნი სახელდებოდნენ.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...



by:Nikolozi