მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 11 » ”ევროვიზია 2011”-ს დიუსელდორფი უმასპინძლებს
7:20 PM
”ევროვიზია 2011”-ს დიუსელდორფი უმასპინძლებს



გადაწყდა, რომ საერთაშორისო საესტრადო კონკურსის ”ევროვიზია 2011”-ის ფინალი დასავლეთ გერმანულ ქალაქ დიუსელდორფში 2011 წლის 14 მაისს გაიმართება. ამის შესახებ გერმანული გაზეთი ”ბილდი” იუწყება.

ასევე ცნობილია, რომ ნახევარფინალი 10 და 12 მაისს გაიმართება. მანამდე კონკურსის მასპინძლობაზე პრეტენდენტ ქალაქებად ბერლინი, ჰამბურგი, ჰანოვერი და კიოლნი სახელდებოდნენ.

გერმანიამ ”ევროვიზია 2011”-ის მასპინძლობის უფლება მას შემდეგ მიიღო, რაც ბოლო, ნორვეგიაში ჩატარებულ კონკურსზე გამარჯვება ამ ქვეყნის ნორჩმა წარმომადგენელმა, ლენა მაიერ-ლანდრუტმა მოიპოვა.

მომზადებულია bild.de-ს მიხედვით.





კატეგორია: შოუბიზნესი | ნანახია: 1109 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: ”ევროვიზია 2011”-ს დიუსელდორფი უმას | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar