"აბბას"
ყოფილი ვოკალისტები აგნეტა ფელტსკოგი და ანი-ფრიდ ლინგსტადი სტუდიური
მუშაობისთვის გაერთიანებას აპირებენ, იტყობინება "The Daily Telegraph"-ი.
შვედური
პოპ-ჯგუფი "აბბა" 1972 წელს შეიქმნა. ფართო პოპულარობა მან 1974 წელს
მოიპოვა, როდესაც სიმღერა "Waterloo"-მ "ევროვიზიის" კონკურსზე პირველი
ადგილი მოიპოვა.
კარიერის მანძილზე ჯგუფმა რვა სტუდიური ალბომი
გამოსცა, ბოლო მათგანი - "The Visitors" - 1981 წელს გამოვიდა. მართალია
ჯგუფს დაშლის შესახებ ოფიციალურად არასდროს განუცხადებია, მაგრამ
მიიჩნეოდა, რომ ის 1983 წლიდან აღარ არსებობს. "აბბას" ბოლო კონცეტრი 1982
წლის დეკემბერში გაიმართა, მომდევნო წლიდან კი წევრებმა სოლო კარიერა
დაიწყეს.
მოგვიანებით ჯგუფის ორი წევრი - ბენი ანდერსონი და ბერნი ულვეუსი ერთობლივ პროექტებზე მუშაობდნენ.
მათი ერთობლივი ნამუშევრის შესახებ დეტალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.