მთავარი » 2010 » სექტემბერი » 29 » რენი ჰარლინის ფილმისთვის თბილისში ველ კილმერი ჩამოვიდა
8:44 AM
რენი ჰარლინის ფილმისთვის თბილისში ველ კილმერი ჩამოვიდა




ველ კილმერი თბილისშია. ჰოლივუდის ვარსკვლავი დედაქალაქს გვიან ღამით ეწვია. ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელ სასტუმროში დაბინავდა ცნობილი მსახიობი.

კინოვარსკვლავი რუსეთ-საქართველოს ომზე რენი ჰარლინის ფილმში მიიღებს მონაწილეობას. ამ ეტაპზე უცნობია, რამდენ ხანს დარჩება მსახიობი თბილისში.

სავარაუდოდ, რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ ის ფილმში უცხოელი ჟურნალისტის როლს შეასრულებს.

ფილმში სახელწოდებით `ჯორჯია` საქართველოს პრეზიდენტს ჰოლივუდის ვარსკვლავი ენდი გარსია ასახიერებს, რომელმაც საქართველო რამდენიმე დღის წინ დატოვა.

































კატეგორია: შოუბიზნესი | ნანახია: 1013 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: რენი ჰარლინის ფილმისთვის თბილისში ვ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar