მთავარი » 2010 » სექტემბერი » 30 » რენე ჰარლინის ფილმის პრემიერის თარიღი ჯერ უცნობია
0:29 AM
რენე ჰარლინის ფილმის პრემიერის თარიღი ჯერ უცნობია



რენე ჰარლინის ფილმის პრემიერის დრო ჯერ განსაზღვრული არ არის. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, პაპუნა დავითაიას პრესსამსახურიდან გვაცნობეს. დავითაია რენე ჰარლანის ფილმის პროდიუსერი იყო.

როგორც სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურში აცხადებენ, საქართველოს შესახებ გადაღებული რენე ჰარლანის ფილმი კარგი გამოვიდა. მათივე თქმით, ჯერ გამოვლენილი არ არის ფილმის სადისტრიბუციო კომპანია, მისი შერჩევა უკვე მიმდინარეობს. სადისტრიბუციო კომპანია დაადგენს დროს, თუ როდის შედგება ფილმის პრემიერა.

ამასთან, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფილმი პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკვე ნახა, თუმცა ფილმში ენდი გარსიას როლის სიმცირით უკმაყოფილო დარჩა. ენდი გარსია საქართველოს პრეზიდენტის როლს ასრულებს.

პაპუნა დავითაიას პრესსამსახურში კი, ამასთან დაკავშირებით განაცხადეს - "შეიძლება ითქვას, რომ პრეზიდენტს ფილმი არ უნახავს".

საქართველო-რუსეთის ომის შესახებ რენე ჰარლინის ფილმს "აგვისტოს 5 დღე" ერქმევა. აღნიშნული ინფორმაცია კინოს შესახებ ინტერნეტბაზაშია (IMDB) განთავსებული, სადაც ყველა ახალი ფილმის გამოსვლის თარიღი, ავტორთა და მსახიობთა ჯგუფი, ასევე, ფილმის მოკლე ანოტაციაა მოცემული.

ფილმის - "აგვისტოს 5 დღე" (5 Days in August), გამოსვლის თარიღად იგივე ვებპორტალი 2011 წლის მარტს ასახელებს. ერთ-ერთი ვერსიით, ფილმის მსოფლიო პრემიერა შესაძლოა, "ბერლინალეს" ფარგლებში გაიმართოს, რომელიც გერმანიის დედაქალაქში თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში ტარდება.

ჯერ კიდევ ფილმზე მუშაობის დროს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პრემიერა 2010 მაისში უნდა შემდგარიყო. მეორე ვერსიით, ფილმის პირველი საჯარო ჩვენება 8 აგვისტოს უნდა გამართულიყო.

რენე ჰარლინის ფილმი საქართველო-რუსეთის ომს ეძღვნება. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ ჰოლივუდის ვარსკვლავები რუპერტ ფრენდი, ველ კილმერი, ენდი გარსია, დინ კეინი და სხვები.



































კატეგორია: შოუბიზნესი | ნანახია: 1254 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar