მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 5 » ტომ კრუზის გარეგნობის საიდუმლო ბოტოქსშია
3:25 PM
ტომ კრუზის გარეგნობის საიდუმლო ბოტოქსშია



მიუხედავად იმისა, რომ ტომ კრუზი სულ მალე 50 წლის იუბილეს აღნიშნავს, გაცილებით ახალგაზრდულად, 35 წლის მამაკაცივით გამოიყურება. ეჭვობენ, რომ ვარსკლავის უჩვეულოდ ახალგაზრდული გარეგნობის საიდუმლო ბოტოქსშია.

ამჟამად მსახიობი პრაღაში იმყოფება, სადაც "შეუსრულებელი მისიის" მეოთხე ნაწილის გადაღება მიმდინარეობს. საგულისხმოა, რომ ტომი ახლახან გადაღებულ ფოტოზე ისევე ბრწინვალედ გამოიყურება, როგორც ფილმის პირველი ნაწილის გადაღებების დროს. არადა, მას შემდეგ 15 წელი გავიდა. თავად მსახიობი ირწმუნება, რომ პლასტიკური ქირურგია არასდროს გამოუყენებია და მის გარეგნობაზე წლები მხოლოდ სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის გამო არ აისახება.

Daily Mail
-ის ჟურნალისტები კრუზის სიტყვებს ბოლომდე მაინც არ ენდობიან და ეჭვობენ, რომ მსახიობს გარეგნობაში გარკვეული კორექტივები შეტანილი აქვს. მისი გადატკეცილი, უნაოჭო სახის კანი ბადებს ეჭვს, რომ ტომს ბოტოკსის ნემსებით უსარგებლია.

თავად მსახიობი, რა თქმა უნდა, ამას არ აღიარებს და ამბობს, რომ მხნეობისა და ახალგაზრდობის შენარჩუნებაში მას ქალიშვილი სური ეხმარება.

მომზადებულია dailymail.co.uk-ს მიხედვით.
















კატეგორია: შოუბიზნესი | ნანახია: 1077 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar