მთავარი » 2010 » სექტემბერი » 28 » ლოს ანჯელესში "ტიტანიკის" ხანდაზმული ვარსკვლავი გარდაიცვალა
11:49 PM
ლოს ანჯელესში "ტიტანიკის" ხანდაზმული ვარსკვლავი გარდაიცვალა



ლოს ანჯელესში, 101 წლის ასაკში მსახიობი გლორია სტიუარტი გარდაიცვალა. მსახიობის ქალიშვილის, სილვია ტომპსონის თქმით, სიკვდილის მიზეზი სუნთქვის დახშობა და ჟანგბადის უკმარისობა გახდა, რაც ფილტვის კიბოთი იყო გამოწვეული.

კარიერის მანძილზე გლორიას 70-ზე მეტი როლი აქვს შესრულებული. მათ შორის ყველაზე ცნობილი, ჯეიმს კემერონის ფილმ "ტიტანიკში" განსახიერებული ხანდაზმული როუზ კალვერტის როლია, რისთვისაც მსახიობი "ოსკარის" პრემიაზე იყო ნომინირებული.

გლორია სტიუარტი ორჯერ იყო დაქორწინებული. მას ქალიშვილი, 4 შვილიშვილი და 12 შვილთაშვილი დარჩა.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.





















კატეგორია: შოუბიზნესი | ნანახია: 1176 | დაამატა: allfile | ტეგები: ტიტანიკი, გლორია სტიუარტი, ლოს ანჯელესი, ვარსკვლავი, გარდაიცვალა, topnews.ru, ხანდაზმული | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar