მთავარი » 2010 » სექტემბერი » 30 » ჟურნალმა Time-მა XX საუკუნის ყველაზე ცნობილი "სასიყვარულო სამკუთხედები" დაასახელა
0:53 AM
ჟურნალმა Time-მა XX საუკუნის ყველაზე ცნობილი "სასიყვარულო სამკუთხედები" დაასახელა



ჟურნალმა Time-მა XX საუკუნის ყველაზე ცნობილი "სასიყვარული სამკუთხედები" დაასახელა. საბედისწერო "სასიყვარულო სამკუთხედების" ათეულის სათავეში პრინც ჩარლზის, დიანა სპენსერისა და კამილა პარკერ-ბოულზის ურთიერთობა მოექცა.

1981 წელს პრინც ჩარლზისა და "მდაბიო" გვარიშვილობის დიანა სპენსერის ქორწინების ცერემონიალს ეკრანიდან 750 მლნ ადამიანი ადევნებდა თვალს, მაგრამ ამ წყვილის სასიყვარულო ისტორია კონკიას ზღაპარს ნაკლებად ჰგავდა. მეუღლესთან ოთხწლიანი თანაცხოვრების შემდეგ ჩარლზი კამილას დაუბრუნდა, რომელსაც თვალი 1970 წელს, პოლოს მატჩისას დაადგა. მაშინ გამიჯნურებულ პრინცს წინააღმდეგობა მშობლებმა გაუწიეს, რომლებსაც კამილა სარძლოდ თვალში დიდად არ მოუვიდათ.

კამილასთან კავშირი ჩარლზისა და დიანას ურთიერთობის წახდენის მიზეზი გახდა. 1996 წელს დიანა მეუღლეს ოფიციალურად გაშორდა, სულ მალე კი სიცოცხლე ტრაგიკულად დაასრულა. ჩარლზი და კამილა 2005 წელს დაქორწინდნენ. ცერემონიალს, რომელმაც ვიწრო წრეში ჩაიარა, დიდი ბრიტანეთის დედოფალი არ ესწრებოდა.

მორიგი დრამატული სამკუთხედი ჰოლივუდის ვარსკვლავს ინგრიდ ბერგმანს უკავშირდება, რაც ერთ დროს ამერიკის სენატში განხილვის თემადაც კი იქცა. ბერგმანს კარიერა მართლაც რომ შთამბეჭდავი ჰქონდა - სამი "ოსკარი", ოთხი "ოქროს გლობუსი", ორი "ემი", მაგრამ პირადი ცხოვრება ვერაფრით მოაწესრიგა – პეტერ ლინდსტრომთან მისი გაყრის მიზეზი რეჟისორ რობერტო როსელინისთან რომანი გახდა, რის გამოც მსახიობს ამერიკული საზოგადოება აუმხედრდა.

”კანონგარეშედ” გამიჯნურებულთა სიაში მოხვდა ჰოლივუდის კიდევ ერთი ვარსკვლავი ელიზაბეტ ტეილორიც, რომელმაც მომღერალ ედი ფიშერთან საქორწინო კავშირის მიუხედავად, რომანი რიჩარდ ბარტონთან გააბა.

კიდევ ერთ ყველაზე სკანდალურ "სამკუთხედში" მთავარი ფიგურა რეჟისორი, მსახიობი და პროდიუსერი ვუდი ალენია, რომელმაც მსახიობ მია ფეროუსთან ქორწინებაში რომანი 22 წლის გერთან, სუნი პრევენთან გააბა. ალენმა მიასთან ხმარურიანი განშორების შემდეგ კორეელ ქალზე იქორწინა. 

XX საუკუნის საკულტო მუსიკოსებისთვის - ჯორჯ ჰარისონისა და ერიკ კლეპტონისთვის მოდელი და ფოტოგრაფი პატი ბოიდი საბედისწერო ქალი აღმოჩნდა. მიიჩნევა, რომ ერთ ქალზე გამიჯნურებულ მოსიკოსებს არაერთი ცნობილი სიმღერის შექმნა სწორედ პატის სიყვარულმა "შთააგონა".

გაცილებით დრამატული გამოდგა ცნობილი პანკ-ჯგუფის Ramones-ის წევრთა სასიყვარულო ტრიო. ლინდაზე შეყვარებული ჯოული და ჯონი მუდმივად ურთიერთობის გარკვევით იყვნენ დაკავებულნი და საქმე ხშირად მუშტი-კრივამდე მიდიოდა.

მომზადებულია time.com-ის მიხედვით.



































კატეგორია: შოუბიზნესი | ნანახია: 1156 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar