ანჯელინა ჯოლის საკუთარ ქალიშვილთან კონკურენცია აფრთხობს
ანჯელინა
ჯოლის საკუთარი ქალიშვილის შურს. მისი 4 წლის ქალიშვილი, მომხიბვლელი
შაილო ყოველთვის ბიჭივით გამოიყურება. ოჯახის მეგობრები დღემდე ამბობდნენ,
რომ გოგონას კაბების ჩაცმა არ უყვარს. თუმცა რამდენიმე დღის წინ
ვარსკვლავის ფსიქოლოგმა ლილიან გლასმა ჟურნალ "National Enquirer"-ს
განუცხადა, რომ მსახიობი შვილს ბიჭივით თავად აცმევს, რადგან კონკურენციის
შიშით არის შეპყრობილი.
"ვფიქრობ, ენჯის ქვეცნობიერად საკუთარი
მომხიბვლელი ქალიშვილის შურს, თან ისე ძლიერად, რომ ბავშვს ბიჭის
ვარცხნილობას უკეთებს და ბიჭის ტანისამოსს აცმევს. ბოლო დროს
გამოქვეყნებულ ფოტოებზე შაილოს ძმების მსგავსად აცვია. ანჯელინა მსოფლიოს
ერთ-ერთი ულამაზესი ქალია და მას პირველობის შენარჩუნება საკუთარ ოჯახშიც
სურს”, - მიიჩნევს ექიმი გლასი.