46
წლის მონიკა ბელუჩის რობერტ დენიროსთან ერთად ახალ ფილმში იღებენ.
ფილმის
გადაღებები რომში მიმდინარებს. მისი სახელწოდებაა - "სიყვარულის
სახელმძღვანელო 3". მონიკა ბელუჩი შესანიშნავ ფორმაშია, ასაკის მატებასთან
ერთად მსახიობი უფრო ლამაზდება.
ფილმში რობერტ დენირო პროფესორის
როლს ასრულებს, რომელსაც მონიკას პერსონაჟი უყვარს.
ფილმის ერთ-ერთი სცენის
გადაღების დროს პაპარაცებმა მსახიობს მაცდურ წითელ კაბაში გადაუღეს
სურათი.
ღრმა დეკოლტე და მაღალი ქუსლები დენიროს გმირს თავბრუს ახვევს.
მეორე
სცენის გადაღების დროს მონიკა გადასაღებ მოედანზე უფრო მოკრძალებული,
თუმცა არანაკლებ სექსუალური შავი კაბით გამოჩნდა.
მართალია, ბოლო დროს
მონიკამ ცოტა წონაში მოიმატა, მაგრამ მომხიბლველობა არ დაუკარგავს.
შეგახსენებთ,
რომ მაისში მსახიობმა მეორე შვილი, ლეონი გააჩინა.
მშობიარობიდან ერთ
თვეში მსახიობი ფორმაში ჩადგა და "Dolce&Gabbana"-ს მარკის საყვარელი
კაბაც მოირგო.
მონიკა მშობიარობის შემდეგ საკუთარ გარეგნობას დიდ
ყურადღებას უთმობს და ამის წყალობით, ჰოლივუდის ყველაზე სექსუალური დედის
ტიტულიც მოიპოვა.
მომზადებულია eg.ru-ს მიხედვით.