ჰოლივუდის მსახიობმა შარლიზ ტერონმა, რომელიც ცოტა ხნის წინ სტიუარტ თაუნსენდს დაშორდა, უკვე ახალი რომანი გააბა.
რამდენიმე
დღის წინ შარლიზი თავის ძველ საყვარელ კიანუ რივზთან ერთად ერთ-ერთ
რესტორანში ნახეს. რომანტიკული ვახშმის შემდეგ წყვილი ერთმანეთს
ეალერსებოდა. თუმცა მსახიობი დროს ახლა უკვე სხვა მამაკაცთან ატარებს.
მიუხედავად იმისა, რომ ტერონი თაუნსენდთან თითქმის 9 წლის განმავლობაში
ცხოვრობდა, მისი შემცვლელის პოვნა მოკლე დროში არ გასჭირვებია. მისი
რჩეული 45 წლის მსახიობი ერიკ ტელია, რომელიც ფილმებში: "ლიფტი",
"პირისპირ" და "კარგი ბიჭი" მონაწილეობს