მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 11 » დღეს ჯონ ლენონის 70 წლის იუბილეა
7:14 PM
დღეს ჯონ ლენონის 70 წლის იუბილეა



ჯონ ლენონის 70-ე დაბადების დღის იუბილესთან დაკავშირებით მისი ქვრივი იოკო ონო და ვაჟი შონი ისლანდიაში მუსიკოსის ხსოვნისადმი მიძღვნილ ორთვიან საერთაშორისო ფესტივალს გახსნიან.

თავის მხრივ, ჯონის პირველი მეუღლე სინდია და მათი ვაჟი ჯულიანი ლენონის მშობლიურ ლივერპულში The Beatles-ის ლეგენდარული წევრის შემოქმედებისადმი მიძღვნილ მონუმენტს გახსნიან. მონუმენტი 6 მეტრი სიმაღლისაა და დედამიწას გამოხატავს, რომლის თავზე მტრედები დაფრინავენ.

The Beatles-ის თაყვანისმცემლები ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში, იმ ადგილის სიახლოვეს შეიკრიბებიან, სადაც ლენონი 1973-1980 წლებში ცხოვრობდა.

ლენონს დაბადების დღეს ვიდეო-რგოლით რინგო სტარიც ულოცავს. მუსიკოსის იუბილე უყურადღებოდ არც Google-ს დაუტოვებია, რომელმაც  ლენონის ჰიტის გამოყენებით მისალოცი მუსიკალური რგოლი დაამზადა. 






კატეგორია: შოუბიზნესი | ნანახია: 1128 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: დღეს ჯონ ლენონის 70 წლის იუბილეა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar