მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 11 » პერის ჰილტონი დედინაცვალი ხდება
7:18 PM
პერის ჰილტონი დედინაცვალი ხდება



ჰილტონების" იმპერიის მემკვიდრე პერის ჰილტონი უკვე დიდი ხანია ლას-ვეგასის გასართობი ბიზნესის მეპატრონე საი უეიტსს ხვდება. წყვილის ურთიერთობა ძალიან სწრაფად ვითარდება. პერისი არა მხოლოდ სამაგალითო საცოლესავით იქცევა, არამედ კარგი დედინაცვალივითაც. საის შვიდი წლის ქალიშვილი - ში ჰყავს.

პერისი გოგონასთან ერთად ხშირად სეირნობს და მას საჩუქრებით ანებივრებს. მართალია პერისი ჯერ ბავშვის ოფიციალური დედინაცვალი არ არის, მაგრამ არ მალავს, რომ ერთი სული აქვს, ში როდის გახდება მისი კანონიერი შვილობილი. ბავშვი მამასთან კვირაში რამდენიმე საათს ატარებს. შის ნამდვილი დედა ერთ დროს საის კუთვნილ ერთ-ერთ ღამის კლუბში მიმტანად მუშაობდა.

"საი არასდროს ივიწყებს საკუთარ ქალიშვილს, - ყვება "Radaronline.com"-ის წყარო, - მას სურს, მშობლის მოვალეობა პერისთან ერთად იტვირთოს".

"ყოველთვის ვოცნებობდი, 30 წლის ასაკში ოთხი შვილი მყოლოდა, - აცხადებს პერის ჰილტონი. მე ჩემს ცხოველებზე ვზრუნავ და, ვფიქრობ, შვილებისთვის ბევრი რამ მაქვს გასაზიარებელი".

პერისი და საი ერთამენთთან ნამდვილად არ იწყენენ, სასიამოვნო მოგონებების გარდა მათ ბევრი უსიამოვნო და სკანდალური ინციდენტი აკავშირებთ ერთმანეთთან. რამდენიმე დღის წინ ლოს-ანჯელსში რესტორან "BOA Steakhouse"-ის ავტოსადგომის დატოვებისას საი უნებლიედ პაპარაცს დაეჯახა, რომელიც, შეიძლება ითქვას, რომ მას ბორბლებში შეუვარდა. დაშავებული მაშინვე საავადმყოფოში წაიყვანეს, პერისი შინ წავიდა, უეიტსს კი პოლიციაში დაკითხვაზე წასვლა მოუხდა.





კატეგორია: შოუბიზნესი | ნანახია: 878 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: პერის ჰილტონი დედინაცვალი ხდება | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar