მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 11 » რობი უილიამსმა საკუთარი დაკრძალვისთვის რექვიემი დაწერა
7:05 PM
რობი უილიამსმა საკუთარი დაკრძალვისთვის რექვიემი დაწერა



რობი უილიამსი იმ გენიოსი მუსიკოსების რიცხვს შეუერთდა, რომლებმაც რექვიემი შექმნეს. მას სურს, რომ "Mass for the Dead" ("მესა მკვდრებისთვის") საკუთარ დაკრძალვაზე "მოისმინოს". ამის შესახებ მუსიკოსმა გერმანულ გამოცემა "ZEITmagazin"-ს განუცხადა.

ადრე რობი უილიამსის ჰიტი "Angels" ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული სიმღერა იყო, რომელსაც დიდ ბრიტანეთში დაკრძალვებზე უკრავდნენ.

36 წლის მომღერალი ძალიან განიცდის, რომ ხალხი მას მხოლოდ შემსრულებლად იცნობს. არადა, ის საკუთარი სიმღერებისთვის ტექსტებსა და მუსიკას თავად ქმნის.

"ვიცი, რომ ბევრი ადამიანი ზერელედ აღმიქვამს, - მწუხარებით აღნიშნავს რობი, - უმრავლესობა ფიქრობს, რომ მე ცნობილი ავტორების სიმღერებს ვმღერი და არც კი იციან, რომ ეს ჩემი სიმღერებია! რა შემიძლია ამ ვითარების გამოსასწორებლად გავაკეთო? მე რექვიემი დავწერე, რომელიც, იმედი მაქვს, ადამიანებს ჩემს თავს სხვა კუთხით დაანახებს".






კატეგორია: შოუბიზნესი | ნანახია: 842 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: რობი უილიამსმა საკუთარი დაკრძალვისთ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar