მთავარი » 2010 » სექტემბერი » 24 » მადონას სახლთან ”ყინულმჭრელიანი” თაყვანისმცემელი დააკავეს
9:51 PM
მადონას სახლთან ”ყინულმჭრელიანი” თაყვანისმცემელი დააკავეს



ნიუ-იორკში მადონას სახლთან თაყვანისმცემელი დააკავეს, რომელიც სახლთან მდებარე ტროტუარზე წარწერებს კვეთდა - თაყვანისმცემელი მადონასთან შეხვედრას ითხოვდა, იტყობინება "ასოშიეითედ პრესი". 59 წლის მამაკაცს 19-სმ-იანი ”ყინულის ხერხი” ჩამოართვეს.

დაკავებული ნიუ-იორკელი ყოფილი მეხანძრე რობერტ ლინჰარტი აღმოჩნდა. იგი ვანდალიზმსა და იარაღის უკანონო შენახვაში, ასევე დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევაში დაადანაშაულეს. დაკავებული 20 ათასი დოლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ლინჰარტის ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მის კლიენტს ცუდი განზრახვა არ ჰქონია და მისი საქციელი მხოლოდ მომღერლის  სიყვარულით იყო ნაკარნახევი.

როგორც "NY Daily News"-ი ავრცელებს ინფორმაციას, ლინჰარტმა ტროტუარზე შემდეგი სიტყვები დაწერა: "ბედმა 1992 წელს გაგვყარა, წელს კი პრაღაში ჩვენ ისევ შევხვდით ერთმანეთს. შემხვდი". დაკავებისას მან განაცხადა, რომ მადონას სახლთან დაბრუნებას და შეხვედრაზე დაყოლიებას აპირებს.

მომზადებულია ap.org-ის მიხედვით.














კატეგორია: შოუბიზნესი | ნანახია: 1071 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar