მთავარი » 2010 » სექტემბერი » 25 » კარლა ბრუნის ურჩევენ მეუღლის რეიტინგს გაუფრთხილდეს და ალბომი არ ჩაწეროს
11:45 AM
კარლა ბრუნის ურჩევენ მეუღლის რეიტინგს გაუფრთხილდეს და ალბომი არ ჩაწეროს



საფრანგეთის პრეზიდენტის მეუღლეს კარლა ბრუნის ახალი ალბომის ჩაწერას არ ურჩევენ, წერს "Paris Match"-ი. ნიკოლა სარკოზის მრჩევლები ფიქრობენ, რომ ალბომის გამოსვლა საფრანგეთის პრეზიდენტის რეიტინგზე უარყოფით გავლენას მოახდენს.

კარლა ბრუნი სტუდიურ ჩანაწერებზე მუშაობის დასაწყებად მზად არის. ახალი ალბომისთვის მან 24 სიმღერა ჩაწერა. თუმცა ახლა პრეზიდენტი მასმედიის კრიტიკის ქარცეცხლშია გახვეული, რაც ბოშების საფრანგეთიდან დეპორტაციაზე საერთაშორისო საზოგადოების არაერთგვაროვან რეაქციას უკავშირდება. გარდა ამისა, ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკით უკმაყოფილო ფრანგები ბოლო დღეებია მასშტაბურ საპროტესტო აქციებს მართავენ.

ამასთან, უცნობია, როდის შეძლებს ბრუნი ალბომზე მუშაობის განახლებას, რადგან მომავალ წელს სარკოზიმ 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანია უნდა დაიწყოს.

ნიკოლა სარკოზის იმიჯზე უარყოფითი გავლენა ადრე შიშველი კარლას ფოტოებმა მოახდინა. ბრუნის წინა მუსიკალური ალბომი კი სპეციალისტების მწვავე კრიტიკის ობიექტად იქცა.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.







































კატეგორია: შოუბიზნესი | ნანახია: 1080 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar