მთავარი » 2010 » სექტემბერი » 22 » ”Aerosmith”-ის ვოკალისტმა სოლო კარიერა დაიწყო
2:59 PM
”Aerosmith”-ის ვოკალისტმა სოლო კარიერა დაიწყო



ამერიკული როკ-ჯგუფ ”Aerosmith”-ის 62 წლის ვოკალისტმა სტივენ ტაილერმა კარიერის მანძილზე პირველად სოლო პროექტი წამოიწყო.

როგორც ”Blabbermouth.net”-ი იტყობინება, მომღერალმა კომპოზიცია "Love Lives"-ი ჩაწერა, რომელიც იაპონური ფანტასტიკური ფილმის ”Space Battleship Yamato”-ს საუნდტრეკი გახდება. 24 ნოემბერს იაპონიაში ტაილერი სოლო სინგლ "Love Lives"-ს გამოუშვებს, რომელშიც სიმღერის ორიგინალური, აკუსტიკური, საფორტეპიანო და ინსტრუმენტალური ვერსია შევა.

სიმღერის ტექსტი, ფილმის სცენარის გაცნობისა და მისი ფინალური სცენის ნახვის შემდეგ, თავად ტაილერმა დაწერა. სურათი ეკრანებზე 1 დეკემბერს გამოვა. ტაილერის კომპოზიციის ნაწყვეტის მოსმენა ”YouTube”-ზეა შესაძლებელი.

სოლო კარიერის გარდა ტაილერი სატელევიზიო საქმიანობის დაწყებასაც აპირებს. ტელეარხ ”Fox”-თან მან უკვე გააფორმა კონტრაქტი, რომლის თანახმადაც, მუსიკოსი ტელეშოუ "American Idol"-ის ჟურის წევრი იქნება.

სტივენ ტაილერი 1970 წელს ჯგუფ ”Aerosmith”-ის დაარსებიდან მისი უცვლელი სოლისტია. 2009 წელს ტაილერმა ერთ-ერთი კონცერტის დროს ტრავმა მიიღო, რის გამოც ჯგუფს საგასტროლო ტურის გადადება მოუხდა. ამის შედეგ ტაილერმა მოულოდნელად განაცხადა, რომ ჯგუფს ტოვებდა. დანარჩენმა წევრებმა ტაილერის შემცვლელის ძიება გადაწყვიტეს, თუმცა მოგვიანებით ჯგუფი კვლავ ძველი შემადგენლობით მორიგ საკონცერტო ტურნეში გაემგზავრა.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

















კატეგორია: შოუბიზნესი | ნანახია: 1005 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar