მთავარი » 2010 » სექტემბერი » 14 » ქეთას თბილისური დაბადების დღე ფეიერვერკებისა და პატრულის თანხლებით
3:00 PM ქეთას თბილისური დაბადების დღე ფეიერვერკებისა და პატრულის თანხლებით | |
ჩვენი
საყვარელი ქეთა თოფურია თბილისშია. ამის შესახებ ერთი ჩემი შოუბზინესში
მეტ-ნაკლებად გათვითცნობიერებული მეგობრისგან შევიტყვე, რომელიც თავისდა
საუბედუროდ და ჩემდა სასიხარულოდ, "რადისონის" ახლომახლო ცხოვრობს. წინა კვირას, ერთ მშვენიერ საღამოს, ის-ის იყო, სამსახურიდან ახალი დაბრუნებული მეუღლესთან ერთად ტელევიზორის წინ მოკალათდა და ქართული ტელეეთერით აპირებდა დატკბობას, ზუსტად ათ საათზე ისეთი ღრიანცელი მოაწყდა მის ფანჯრებს, ლამის წალეკა იქაურობა. ცოლ-ქმარი აზრზე რომ მოვიდა, მიხვდნენ, რომ ნაცნობი ჰანგები შემოესმოდათ და იმასაც მიხვდნენ, საიდან მოდიოდა ხმა - "რადისონის" ვერანდიდან. გამოაღო თუ არა ფანჯარა, ჩემმა ძვირფასმა მეგობარმა, მთელი ქართული შოუბიზნესი შეისუნთქა. ხან დათო გომართელის ხმა ისმოდა, ხან "ვი დონთ ვანა პუტინ"-ების... ეს ამბავი გვიან ღამემდე გაგრძელდა და როგორც იტყვიან ხოლმე, გასკდა თავი. ჩემს წყაროს მეგობარი ჟურნალისტი ვყავარ და გადაწყვიტა, ჩემთვის ინფოს შეგროვებით მაინც გაერთო თავი. მიდგა-მოდგა, შეაწუხა ქვეყანა და თურმე, ნუ იტყვით, ქეთა თოფურიას დაბადების დღე ყოფილა და მეგობრებისა და ახლობლების გარემოცვაში სწორედ "რადისონის" ვერანდაზე აღნიშვნა გადაუწყვეტია. შესაბამისად, აბსოლუტურად ყველა ცნობილი სახე მის გვერდით იყო და ქეთას 24 წლის შესრულება 9 სექტემბრის ღამეს, თქვენ წარმოიდგინეთ, ზუსტად 12 საათზე გრანდიოზული ფეიერვერკით აღინიშნა. ისეთი ამბავი ატყდა ღამის თორმეტზე, ჩემმა მეორე მეგობარმა დამირეკა, მგონი, ომი იწყებაო, მაგრამ დავამშვიდე, ომი კი არა, ქეთაა თოფურია ჩამოსული და ისეთი ტუსოვკა გააჩაღა, მთელი თბილისი თავზე დაიმხო-მეთქი. ერთი ათი ათასი დოლარის ფეიერვერკი მაინც იქნებოდა, მერწმუნეთ. ეს ჩემი ნაცნობი ცოლ-ქმარი ისეთ დღეში ჩაცვივდა, ერთმანეთს სკაიპით ელაპარაკებოდნენ, რადგან ისე ხმა არ ესმოდათ, ბოლოს, როგორც იქნა, რომელიღაც მეზობელი შეწუხდა ფრიად და, არც მეტი, არც ნაკლები, პატრული გამოუძახებია. პატრული ბიძია მივიდა, დააწყნარა შოუბიზსასტავი და უკან გამობრუნდა. ქეთა და მისი ამფსონები გვიან ღამით დაშლილან. მე კი კიდევ ერთი ინფო მაქვს თქვენთვის ამ მომღერლის შესახებ - სანამ თბილისში ჩამოვიდოდა, მისმა ჯგუფმა ახალ კლიპზე დაასრულა მუშაობა. თურმე ქეთასგან რობოტს ააწყობენ, მისი სხეულის სხვადასხვა ნაწილისგან ქეთა-რობოტს ქმნიან და ეს როგორი კარგი საყურებელი იქნება, ხომ ხვდებით? განსაკუთრებით მამაკაცებს მოეწონებათ, რადგან ქეთას მართლაც ძალიან მაგარი ტანი აქვს. ეს იქნება "ა-სტუდიოს" პირველი ვიდეო, რომელშიც ჯგუფის სცენაზე გამოსვლის კადრებიც შევა. ჟურნალი "რეიტინგი" | |
კატეგორია: შოუბიზნესი | ნანახია: 1164 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 5.0/1 |
სულ კომენტარები: 0 | |