მთავარი » 2010 » სექტემბერი » 14 » ნატალი პორტმანი: "ქალთან ეროტიკული სცენებისთვის მზად არ ვიყავი"
2:50 PM
ნატალი პორტმანი: "ქალთან ეროტიკული სცენებისთვის მზად არ ვიყავი"

Ambebi.Geნატალი პორტმანი ვენეციაში ფსიქოლოგიური თრილერის - "შავი გედის" - წარსადგენად ჩავიდა. მსახიობი ფილმში მთავარ როლს ასრულებს.

ფილმის რეჟისორი დერენ არონოფსკია, რომელსაც ფილმ "რესტლერისთვის" ოქროს ლომი აქვს მოპოვებული. წელს მთავარ ჯილდოს არონოფსკი, სავარაუდოდ, ვერ მიიღებს, მაგრამ ნატალი პორტმანს ნამდვილად აქვს შანსი, საუკეთესო მსახიობი ქალი გახდეს.

"შავ გედში" პორტმანმა ბალერინა ნინა განასახიერა, რომელიც "გედების ტბაში" მთავრი პარტიის ცეკვაზე ოცნებობს, მაგრამ ბალეტის დამდგმელი ტომასი (ვენსან კასელი) თვლის, რომ პორტმანის გმირი ამ როლისთვის შეუფერებელი, მეტისმეტად დაძაბული და ცივია. aif.ru-სთვის მიცემულ ინტერვიუში ნატალი პორტმანი ყვება, თუ როგორ დაეხმარა მას რეჟისორი თავისი გმირის "გათავისუფლებაში".


- ნატალი თქვენი გმირი ხელოვნების გულისთვის მზადაა პირად ცხოვრებაზე უარი თქვას. თქვენ მზად ხართ ასეთი მსხვერპლისთვის?
- ამ არჩევანის წინაშე არასდროს ვყოფილვარ. და იმედი მაქვს, უარის თქმა არაფერზე მომიწევს. ჩემი სამუშაო ძალიან მიყვარს, პირადი ცხოვრება კი... ეს პირადია...

Ambebi.Ge- ვენსან კასელის გმირი - ძალიან საინტერესო მამაკაცია - თქვენ რას გრძნობდით, როდესაც ისეთი სიმპათიურ მამკაცს გკოცნიდათ, როგორიც ვენსან კასელია?
- რაზე ფიქრობენ მსახიობები გადასაღებ მოედანზე? რა თქმა უნდა, იმაზე ვფიქრობდით, რომ ეს ეპიზოდი კარგად გვეთამაშა. ვენსანი შესანიშნავი მსახიობია, ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო მასთან მუშაობა.

- მისი გმირი გამუდმებით იმაში ადანაშაულებს თქვენს გმირს, რომ ის ფრიგიდულია. და აღშფოთებულია იმის გამო, რომ მამაკაცთან მას სერიოზული ხანგრძლივი ურთიერთობა არ ჰქონია. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს ნორმალურია?
- არ ხვდებოდე მამაკაცებს? არ ვიცი, მზად არ ვარ ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად. საერთოდ, ეს ყველაფერი ძალიან პირობითია. ზოგისთვის ერთი რამ არის ნორმალური, სხვებისთვის - სხვა. ვფიქრობ, რომ სიყვარული მშვენიერია და მასზე უარი არ უნდა თქვა.

Ambebi.Ge- ფილმში ძალიან თამამ სცენებში თამაშობთ, მათ შორის ქ
ლთან ინტიმურ სცენაში. თქვენთვის ეს შოკისმომგვრელი არ იყო?
- ანუ მე, ნატალი პორტმანი, რას განვიცდიდი, როდესაც ისეთ ლამაზმანთან მიღებდნენ ეროტიკულ სცენაში, როგორიცაა მილა კუნისი? და რა უნდა გითხრათ? მილა შესანიშნავი მსახიობია, ჩემთვის ძალიან კომფორტული იყო მასთან მუშაობა. გულწრფელად რომ ვთქვა, მსგავსი სცენისთვის მზად არ ვიყავი. დარენი (რეჟისორი) მხოლოდ იმას მეუბნებოდა, რომ სექსი საკუთარ თავთან მექნებოდა. და როდესაც ვკითხე: "როგორ მოხდებოდა ეს?", მან მიპასუხა, რამეს მოვიფიქრებო. აი მოიფიქრა კიდეც.

- თქვენი გმირი "გედების ტბაზე" გიჟდება. მობილურის ზარადაც კი ჩაიკოვსკის მუსიკა აქვს.  ნანახი გაქვთ ამ ბალეტის რუსული ვერსია?
- სამწუხაროდ, არა. დარენს კი ნანახი აქვს. მან აღიარა, რომ მარცხი განიცადა, როდესაც "გედების ტბის" რუსული ვერსია ნახა, ის "ჰეფი-ენდით" მთავრდება.

- "შავი გედი" როგორ მთვარდება, ტრაგიკულად თუ "ჰეფი-ენდით"?
- ფილმის ნახვის შემდეგ ამ კითხას ყველამ თავად უნდა გასცეს პასუხი.

მომზადებულია aif.ru-ს მიხედვით.























კატეგორია: შოუბიზნესი | ნანახია: 1165 | დაამატა: allfile | ტეგები: aif.ru | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar