მთავარი » 2010 » სექტემბერი » 13 » გამოდის კარლა ბრუნის სკანდალური ბიოგრაფია, რომელიც ელისეს სასახლეს შეაზანზარებს
8:56 PM
გამოდის კარლა ბრუნის სკანდალური ბიოგრაფია, რომელიც ელისეს სასახლეს შეაზანზარებს

Ambebi.Geსაფრანგეთის წიგნის მაღაზიებში მალე ქვეყნის პირველი ლედის კარლა ბრუნის ბიოგრაფია გამოჩნდება. ბიოგრაფია სავსეა პიკანტური დეტალებითა და ისტორიებით. წიგნმა სახელწოდებით ”კარლა: საიდუმლო ცხოვრება”, შესაძლოა, ელისეს სასახლე შეაზანზაროს. 

ხელნაწერის ავტორია L'Express-ის ჟურნალისტი ბესმა ლაური. ყოველკვირეულმა Marianne -მ უკვე გამოაქვეყნა ფრაგმენტები ხელნაწერიდან, საიდანაც უკვე ჩანს, რომ საფრანგეთის პირველ წყვილს მალე თავსატეხი გაუჩნდება.

”ლაურიმ, როგორც ნამდვილმა რეპორტიორმა, არაერთი ”ქალამანი” გაცვითა კარლა ბრუნის ცხოვრების გზის შესასწავლად, აკვნიდან დაწყებული - დღევანდელობამდე. მან ინტერვიუ აიღო კარლას ძიძისგანაც კი, მეგობრებისგან, საქმროებისგან, პლასტიკური ქირურგისგან, რომელიც მისი სილამაზის მუდმივობაზე ზრუნავს, - წერს გაზეთი. შედეგად დაიხატა მერკანტილური, ანგარიშიანი ქალის არასასიამოვნო სურათი. ის არ ჰგავს იმ საჯარო კარლას, რომელიც თავად შექმნა - თავშეკავებულს, ჩუმსა და მიამიტს.

Ambebi.Geწიგნი მოგვითხრობს კარლას დაპირისპირებაზე სარკოზის პირველ ცოლთან, სესილიასთან, ასევე პირველი ლედის ჟურნალისტებთან დამოკიდებულებაზე.

წიგნში მოთხრობილია ინტერვიუს ისტორია, რომელიც კარლამ ახალგაზრდა ჟურნალისტს მისცა. ”კარლა გრაციოზულად ავიდა კიბეზე, რათა თაროდან წიგნი ჩამოეღო და ჟურნალისტს საშუალება მისცა მისი ქვედა საცვალი დაეთვალიერებინა”. მეორე ინტერვიუ მისი მუსიკალური ალბომის გამოსვლას დაემთხვა, რომელიც მან ჟურნალისტს წამოწოლილმა მისცა.

”ერთ რამეში დარწმუნებული ვარ, - წერს ლაური, - კარლა, რომელსაც ფრანგები იცნობენ, ნამდვილი არ არის”.


მომზადებულია Marianne-ს მიხედვით. 

















კატეგორია: შოუბიზნესი | ნანახია: 1167 | დაამატა: allfile | ტეგები: გამოდის კარლა ბრუნის სკანდალური ბიო, რომელიც ელისეს სასახლე, skandali, skandaluri, L'Express, Marianne, skandaluri biografia, skandaluri fotoebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar