24 წლის მომღერალი ქეთა თოფურია, რომელსაც ხშირად თავაშვებული პირადი ცხოვრების გამო აკრიტიკებენ, ქართველ ბიზნესმენზე დაინიშნა.
ნახევარწლიანი
ფარული ურთიერთობის შემდეგ ენერგიული მომღერალი საზოგადოებაში პირველად
გამოჩნდა თავის რჩეულ ვინმე ლევანთან ერთად, იუწყება პორტალი lifenews.ru,
რომელიც ლევანის ვინაობასა და საქმიანობას ინკოგნიტოდ ტოვებს.
მთელი ამ ხნის განმავლობაში წყვილი აბეზარი ხალხის ყურადღებას გაურბოდა და ერთმანეთს მოსკოვის მყუდრო რესტორნებში ხვდებოდა.
მას
შემდეგ კი, რაც ქეთასა და ლევანის ურთიერთობა ახალ, ბევრად სერიოზულ
ეტაპზე გადავიდა, მომღერალი საქმროსთან ერთად ფოტოკამერის კადრში მოხვდა.
”ქეთა
ყველგან და ყოველთვის ლევანთან ერთად ყოფნას ცდილობს, იგი მთელ თავისუფალ
დროს მასთან ატარებს”, - ამბობენ მომღერლის მეგობრები.
აქამდე
თოფურიას არაერთ ცნობილ სახესთან აკავშირებდნენ: დაწყებული - კახი კალაძით
და დამთავრებული - მომღერალ ვლად ტოპოლოვით, თუმცა თავად ქეთა მსგავს
ჭორებს ყოველთვის უარყოფდა.
ახლა კი დრო მოვიდა და როგორც ჩანს,
ქეთა მზადაა თავის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას, მით
უმეტეს მაშინ, როცა გვერდით ასეთი საიმედო ადამიანი ჰყავს.
მომზადებულია lifenews.ru-ის მიხედვით.