|
|
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე თბილისის №1 საჯარო სკოლის
მეთორმეტეკლასელთა ფიზიკის აბიტურის საათის მიმდინარეობას გაეცნო და
მოსწავლეებს იმ ახალ, ,,CAT”-ის ტიპის საგამოცდო მოდელზე ესაუბრა, რომლითაც
საატესტატო გამოცდები საქართველოში პირველად ჩატარდება. აკაკი
სეფერთელაძემ მომავალ საატესტატო გამოცდებთან დაკავშირებულ მოსწავლეთა
შეკითხვებსაც უპასუხა.
ინფორმაციის ვრცელი
ვერსია იხილეთ სრულიადში...
|
| |
|
|
|
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრი დიმიტრი შაშკინი საატესტატო გამოცდების გაუქმებასთან დაკავშირებულ
პროტესტს უსაფუძვლოს უწოდებს. როგორც
დიმიტრი შაშკინმა onlinenews.ge-ის ექსკლუზიურად განუცხადა, 2010-2011
სასწავლო წლის დასასრულს საატესტატო გამოცდები საქართველოს ყველა სკოლაში
ჩატარდება და ეს გარდაუვალი პროცესია.
ინფორმაციის ვრცელი
ვერსია იხილეთ სრულიადში...
|
| |
|
|
|
10 ნოემბერს მსოფლიო მეცნიერების დღეს
აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, ცნობილი ქართველი მეცნიერები იმ
საჯარო სკოლებს ეწვივნენ, სადაც სამინისტროს ინიცირებული პროგრამის
,,აინშტაინის’’ ფარგლებში საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებია მოწყობილი.
მეცნიერებმა მოსწავლეებთან ერთად ცდები ჩაატარეს, აწარმოეს კვლევა და სხვა
პრაქტიკული სამუშაოები. დღესვე, პროგრამა ,,აინშტაინის’’ ფარგლებში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა
თბილისის 23-ე საჯარო სკოლას ახალი ლაბორატორია გადასცა. ახალგაზრდა
მეცნიერმა ბიოლოგმა ეკა ბაკურაძემ კი ახლადმოწყობილ საბუნებისმეტყველო
საგნების სწავლების ლაბორატორიაში მოსწავლეებთან ერთად პრაქტიკული
გაკვეთილი ჩაატარა. სამინისტრო მოზარდებში მეცნიერების პოპულარიზაციის
მიზნით, მთელ რიგ ღონისძიებებს ახორციელებს - წარმატებით მიმდინარეობს
საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით სკოლების აღჭურვის პროცესი. თანამედროვე
ხელსაწყოები და აპარატურა მოსწავლეებს ეხმარება ზუსტი და
საბუნებისმეტყველო საგნების გაძლირებულად სწავლაში. მოზარდები ატარებენ
ცდებს, აწარმოებენ კვლევას და სხვა პრაქტიკულ სამუშაოებს. სწავლების
პროცესში პედაგოგები აქტიურად იყენებენ ვირტუალურ ლაბორატორიებსაც.
ინფორმაციის ვრცელი
ვერსია იხილეთ სრულიადში...
|
| |
|
|
|
საქართველოს
განათლებისა
და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ხვალ, თბილისის №181 საჯარო სკოლას ესტუმრება. მინისტრი
უფროსკლასელებთან
ერთად, დოკუმენტური ფილმის ,,საბჭოეთის ისტორია" ჩვენებას დაესწრება. ლატვიელი
რეჟისორის
ედვინს
შნორეს დოკუმენტური ფილმის ჩვენება სამოქალაქო განათლების პროგრამის
ფარგლებში გაიმართება.
ინფორმაციის ვრცელი
ვერსია იხილეთ სრულიადში...
|
| |
|
|
|
ახლად დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის სასწავლო პროცესში იმპლემენტირება 2011 წლის 15 სექტემბერს დაიწყება. საწყის
ეტაპზე ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა პირველ საფეხურზე (პირველი-მეექვსე
კლასი) დაინერგება, ხოლო 2012 წლიდან ცვლილებები მეორე და მესამე საფეხურს
შეეხება.
ახალი ეროვნული
სასწავლო გეგმის სკოლებში დანერგვის შესაბამისად ავტომატურად ყველა
გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოს გაუუქმდება გრიფი, სახელმძღვანელოებს გრიფი
ახალი გრიფირების წესების მიხედვით მიენიჭებათ. საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ახალი გრიფირების მიხედვით დღეს
გამოაცხადა კონკურსი პირველი-მეექვსე კლასის სახელმძღვანელოებისთვის,
რომელიც მარტამდე გაგრძელდება. ხოლო 2011 წლის ნოემბერში კონკურსი
გამოცხადდება მეშვიდე-მეთორმეტე კლასის სახელმძღვანელოებზე. გრიფირების ახალი წესის მიხედვით სახელმძღვანელო უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: ... ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...
|
| |
|
|
|
პროგრამა ,,აინშტაინის” ფარგლებში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა
სეფერთელაძემ თბილისის აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის
ფიზიკა-მათემატიკის 42-ე საჯარო სკოლას საბუნებისმეტყველო საგნების
სასწავლო ლაბორატორია გადასცა. აკადემიკოს
ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 42-ე საჯარო სკოლაში
საბუნებისმეტყველო საგნები გაძლიერებულად ისწავლება. სკოლის მოსწავლეები
სისტემატურად იღებენ მონაწილეობას სასკოლო და საერთაშორისო ოლიმპიადებში,
სადაც საპრიზო ადგილებზე გადიან. ,,სკოლის
პროფილიდან გამომდინარე, 42-ე საჯარო სკოლისთვის საბუნებისმეტყველო
ლაბორატორიების გადაცემა ძალზედ მნიშვნელოვანი მოვლენაა. მოსწავლეებისთვის
აღნიშნული დისციპლინების სწავლების პროცესი კიდევ უფრო საინტერესო
გახდება’’- აღნიშნა კოკა სეფერთელაძემ და მოსწავლეებთან ერთად ცდები
ჩაატარა.
ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...
|
| |
|
|
|
2011 წლის 15 სექტემბერიდან
საქართველოს ყველა საჯარო სკოლის I-VI კლასების მოსწავლეები ახალი სასკოლო
სახელმძღვანელოებით ისწავლიან, რომელიც 5 წლის განმავლობაში არ შეიცვლება.
სქემა, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ
შეიმუშავა კატეგორიულად გამორიცხავს როგორც შინაარსობრივ, ასევე ტექნურ
ხარვეზს, რაც დღეს გადაუჭრელ პრობლემად ითვლება. ამასთან,
სახელმძღვანელოების შეძენა ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება და მომდევნო
თაობებს მისი გამოყენება წლების განმავლობაში შეეძლებათ. სამინისტროს
მხრიდან ნოვაციური მიდგომა თანაბარ პირობებში ჩააყენებს გამომცემლობებსაც,
რადგან სახელმძღვანელოებზე შექმნილი ხელოვნური დეფიციტითა და ხელოვნურად
გაზრდილი ფასებით არაკეთილსინდისიერი გამომცემლები მოსწავლეთა მშობლებს
სერიოზულად აზარალებენ.
ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...
|
| |
|
|
|
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა აკაკი წერეთლის 170-ე წლისთავისადმი მიძღვნილი
კვირეულის ფარგლებში გამართული კონკურსების გამარჯვებულები დააჯილდოვა. 29
ოქტომბერს ასევე გაიმართა 1893 წელს გამოცემული აკაკი წერეთლის
”სალამურის” ზუსტი ასლის პრეზენტაცია. აკაკის
კვირეულის (25-29 ოქტომბერი) ფარგლებში არაერთი ღონისძიება ჩატარდა. მათ
შორის თხზულებების კონკურსი დევიზით - ”სჯობს მონობაში გადიდკაცებულს
თავისუფლების ძებნაში მკვდარი”, რომელშიც მონაწილეობას VIII-XII კლასის
მოსწავლეები იღებდნენ.
ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...
|
| |
|
|
|
თურქეთიდან ჩამოსული 20 ახალგაზრდა დღეიდან ჯავახიშვილის სახელობის
სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია. უნივერსიტეტში ახალგაზრდები უგამოცდოდ
ჩაირიცხნენ და მათ სწავლას მთლიანად სახელმწიფო დააფინანსებს.
ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...
|
| |
|
|
|
გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის 47-ე საჯარო სკოლაში ჩიტაძის #9-ში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშკინის ფოტო
დაკიდეს.
ამ საკითხით დავინტერესდით და და 47-ე საჯარო სკოლას
რამდენჯერმე ვესტუმრეთ, საიდანაც ურთიერთგამომრიცხავი პასუხით
გამოგვისტუმრეს. პირველად გვითხეს, არ ჩამოგვიკიდიაო, მეორედ, -
ჩამოკიდებული გვქონდა და ჩამოვხსენითო. თუმცა სკოლის შენობაში არ
შეგვიშვეს... მესამედ სტუმრობისას, სკოლაში, როგორც იქნა, შეგვიშვეს...
მაგრამ ფოტო ვერსად ვნახეთ.
ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...
|
| |
|
|
|
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ილია ჭავჭავაძის
უნივერსიტეტში სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა. შეხვედრაზე
მან განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა. მან აზროვნებისა
და მენტალიტეტის შეცვლის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, ქვეყნაში ჯერ კიდევ შემორჩენილია
პარტიკულარულ-ნომენკლატურულ-ფეოდალური აზროვნება და საზოგადოების ამოცანა
უნდა იყოს ამ აზროვნების დამარცხება, რადგან ასეთი აზროვნება ნიშნავს
საკუთარი ინტერესების სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესებზე მაღლა
დაყენებას. ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში.. |
| |
|
|
|
ბიძინა კვერნაძე დღეს უკანასკნელ გზაზე გააცილეს. ცნობილი და ყველასთვის
საყვარელი კომპოზიტორის დაკრძალვას დიდუბის მწერალთა და საზოგადო
მოღვაწეთა პანთეონში უამრავი ადამიანი დაესწრო.
მანამდე კი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის გადაწყვეტილებით,
სამოქალაქო პანაშვილი სამების ტაძარში გაიმართა. უკანასკნელი პატივი ბიძინა
კვერნაძეს მისმა კოლეგებმა, პოლიტიკოსებმა და რიგითმა მოქალაქეებმა
მიაგეს. სამებაში იმყოფებოდა საქართველოს ყოფილი პრეზიდნეტი ედუარდ
შევარდნაძეც. დაკრძალვის ხარჯები ქალაქის მერიამ გაიღო. |
| |
|
|
|
თელავში, ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლაში აქამდე უცნობი
დარბაზი აღმოაჩინეს. მას სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს საგამოფენო
დარბაზის ქვემოთ მიაკვლიეს
ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში..
|
| |
|
|
|
თბილისის საბალეტო დასის გამოსვლას კიდევ ერთი წარმატება ამჯერად ბელორუსში
მოჰყვა. 5 ივლისს ბელორუსში დამოუკიდებლობის დღეს ქართველმა მსახიობებმა
წარმოდგენა მინსკის ოპერისა და ბალეტის თეატრში აჩვენეს |
| |
|
|