თელავში, ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლაში აქამდე უცნობი
დარბაზი აღმოაჩინეს. მას სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს საგამოფენო
დარბაზის ქვემოთ მიაკვლიეს. მისი არსებობების შესახებ აქამდე ცნობილი არ
იყო, შესაბამისად, უცნობია მისი დანიშნულება. დარბაზი ამჟამად მიწით არის
სავსე. მას გაწმენდითი სამუშაოების შემდეგ არქეოლოგები შესწავლიან.
ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლის რეაბილიტაცია ცოტა ხნის
წინ დაიწყო. პროექტის მიხედვით, შენობა კაპიტალურად უნდა შეკეთდეს და
პირვანდელი სახე დაუბრუნდეს. შენობა XIX საუკუნის ისტორიული ძეგლების
ნუსხაშია შეტანილი.