მთავარი » 2010 » სექტემბერი » 28 » ბიძინა კვერნაძე უკანასკნელ გზაზე გააცილეს
9:47 PM
ბიძინა კვერნაძე უკანასკნელ გზაზე გააცილეს




ბიძინა კვერნაძე დღეს უკანასკნელ გზაზე გააცილეს. ცნობილი და ყველასთვის საყვარელი კომპოზიტორის დაკრძალვას დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში უამრავი ადამიანი დაესწრო.

მანამდე კი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის გადაწყვეტილებით, სამოქალაქო პანაშვილი სამების ტაძარში გაიმართა. უკანასკნელი პატივი ბიძინა კვერნაძეს მისმა კოლეგებმა, პოლიტიკოსებმა და რიგითმა მოქალაქეებმა მიაგეს. სამებაში იმყოფებოდა საქართველოს ყოფილი პრეზიდნეტი ედუარდ შევარდნაძეც. დაკრძალვის ხარჯები ქალაქის მერიამ გაიღო.

`მაგალითი ყველა ქართველისთვის და ყველა მუსიკოსისთვის ეტალონი,` - ამ სიტყვებით დაახასიათა ბიძინა კვერნაძე დღეს ქადაგების დროს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა. ქადაგების დროს ილია მეორემ ფრიდონ ხალვაშიც მოიხსენია, რომელიც ასევე რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. პატრიარქმა მთელი ეკლესიის სახელით გარდაცვლილთა ოჯახებს თანაგრძნობა გამოუცხადა. 

ბიძინა კვერნაძე სამი დღის წინ გარდაიცვალა. ის 82 წლის იყო. კომპოზიტორი წლების განმავლობაში ავადმყოფობდა. ბიძინა კვერნაძე თანამედროვე ქართული მუსიკის ღირსეული წარმომადგენელია. ოპერებისა და ბალეტების გარდა, მას აქვს შექმნილი საორკესტრო და ვოკალურ-სიმფონიური ნაწარმოებები, საფორტეპიანო პიესები, საესტრადო სიმღერები, მუსიკა კინოსა და სპექტაკლებისათვის. ბიძინა კვერნაძე არაერთი პრემიის ლაურეატია, მიღებული აქვს ღირსების ორდენიც.



























კატეგორია: სწავლა-განათლება | ნანახია: 1133 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: ბიძინა კვერნაძე უკანასკნელ გზაზე გა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar