თბილისის საბალეტო დასის გამოსვლას კიდევ ერთი წარმატება ამჯერად ბელორუსში
მოჰყვა. 5 ივლისს ბელორუსში დამოუკიდებლობის დღეს ქართველმა მსახიობებმა
წარმოდგენა მინსკის ოპერისა და ბალეტის თეატრში აჩვენეს. ბელორუსმა
მაყურებელმა პირველად შეაფასა ანტონ ბალანჩინის სერენადა, იური პოსოხოვის
საგალობელი და ირჟი კილიანის სიქს დანსი ქართული შესრულებით. სამივე
წარმოდგენამ ოვაციით ჩაიარა. ნინო ანანიაშვილმა მილოცვები ბელორუსიის
პირველი პირებისგან მიიღო. ალექსანდრე ლუკაშენკომ კი პრიმა ბალერინას
სამადლობელი წერილი პირადად გაუგზავნა.