მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 5 » 20 სტუდენტი თურქეთიდან თსუ-ში უფასოდ ისწავლის
3:22 PM
20 სტუდენტი თურქეთიდან თსუ-ში უფასოდ ისწავლის



თურქეთიდან ჩამოსული 20 ახალგაზრდა დღეიდან ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია. უნივერსიტეტში ახალგაზრდები უგამოცდოდ ჩაირიცხნენ და მათ სწავლას მთლიანად სახელმწიფო დააფინანსებს.

ახალგაზრდებს სტიპენდიაც დაენიშნებათ. პროექტის `ისწავლე საქართველოში` ინიციატორები - დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტები არიან.

სულ პროექტი 50 სტუდენტზეა გათვლილი. თბილისში ჩამოსულ ახალგაზრდებს პაპუნა დავითაია, დიმიტრი შაშკინი და ალექსანდრე კვიტაშვილი შეხვდნენ.




























კატეგორია: სწავლა-განათლება | ნანახია: 1313 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar