`საქართველოში საინვესტიციო გარემო უნიკალურია, შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ და
ამაში თავად დარწმუნდეთ,`- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ
სააკაშვილმა ჰარვარდის კლუბში გამოსვლისას განაცხადა, რომელსაც ობამას
ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ასევე გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ჩასული
ქვეყნების პირველი პირები ესწრებოდნენ.
`ჩვენ უნდა მივაღწიოთ წარმატებას ყველა სირთულის მიუხედავად. შეხედეთ,
რა გეოპოლიტიკური მდებარეობა აქვს ქვეყანას, რა პრობლემების წინაშე დგას და
მაინც ყველაზე დიდი ზრდა ამ წელს ინვესტიციების თვალსაზრისით გვქონდა.
დონალდ ტრამპმა თბილისის ცენტრში ცათამბჯენის აშენების შესახებ განაცხადა.
ჩვენთან უნიკალური ატმოსფეროა. ეს იგრძნობა და სწორედ ამას აქვს
მნიშვნელობა. მე მინდა მოგიწოდოთ, რომ ჩამოხვიდეთ და საკუთარი თვალით
ნახოთ, რაზეც გესაუბრებით. ვიცი, ძალიან მოუცლელები ხართ, მაგრამ
საქართველო არც ისე შორია, როგორც გგონიათ,`- აღნიშნა სააკაშვილმა.
ვრცელი ინფორმაციის სანახავად შებრძანდით სრულიადში...
|