მთავარი » 2010 აგვისტო 14 » საქართველოში უცხოელი პედაგოგების მეორე ნაკადი ჩამოვიდა
9:09 PM საქართველოში უცხოელი პედაგოგების მეორე ნაკადი ჩამოვიდა | |
საქართველოში პროექტის - "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად" ფარგლებში, უცხოელი პედაგოგების მეორე ნაკადი ჩამოვიდა . ორმოცდაჩვიდმეტი პედაგოგი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებიდან, კანადიდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ. ტრეინინგების გავლის შემდეგ პედაგოგები სამეგრელო-ზემო სვანეთის საჯარო სკოლებში გადანაწილდებიან და ადგილობრივ პედაგოგებთან ერთად მოსწავლეებს ინგლისურ ენას გაძლიერებულად შეასწავლიან. პედაგოგებს აეროპორტში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე დახვდა. სურგულაძის განცხადებით, პროექტი - "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად"" ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია, რომელიც ამჟამად საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში ხორციელდება. მსგავსი პროექტი წარმატებით მოქმედებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მაგალითად იაპონიაში. მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეები ინგლისურ ენას პირადი კონტაქტის საფუძველზე კიდევ უფრო უკეთესად შეისწავლიან"", - აღნიშნა სურგულაძემ. უცხოელი პედაგოგების პირველი დელეგაცია საქართველოში 30 ივლისს ჩამოვიდა. ისინი აჭარის სხვადასხვა საჯარო სკოლებში გადაანაწილეს. პროექტის ფარგლებში საქართველოში 1000 ინგლისურენოვანი მოხალისე პედაგოგების ჩამოყვანა იგეგმება. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |