მთავარი » 2010 » სექტემბერი » 20 » უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა დაიწყო
4:58 PM
უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა დაიწყო


20 სექტემბერს საქართველოს სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში ახალი 2010-2011 სასწავლო წელი დაიწყო. სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყება მინისტრმა ანდრია ურუშაძემ და სასწავლებლის რექტორმა ზურაბ ვადაჭკორიამ მიულოცეს.

ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს კი სწავლის დაწყება რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე კვიტაშვილმა და განათლების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მიულოცეს.

რაც შეეხება კერძო უმაღლეს სასწავლებლებს, ისინი სასწავლო პროცესის განახლების თარიღს დამოუკიდებლად  წყვეტენ. შესაბამისად, მათმა ნაწილმა ახალი სასწავლო წლისათვის გათვალისწინებული მეცადინეობები უკვე დაიწყო, ნაწილი კი დამდეგ კვირაში  დაიწყებს.

საქართველოში სულ 73 აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებელია.


































კატეგორია: სწავლა-განათლება | ნანახია: 1192 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar